Jump to content

Xbox One-ის ათი საუკეთესო თამაში (The Verge-ის არჩევანი)


Magdalena

Recommended Posts

image.png

Microsoft Xbox One უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც ბაზარზე, შესაბამისად, მისთვის განკუთვნილი ასობით კარგი თამაში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი არ იყო ბევრი ტოპ-ექსკლუზიური თამაშის გამოსვლის წელი, მაინც საკმაოდაა კლასიკური თამაშები, რომლით დაინტერესებაც ღირს. მათთვის, ვინც ახლახანს გახდა Xbox One-ის მფლობელი და თამაშების ძიებაშია, The Verge-ს აქვს შემოთავაზებული ჩამონათვალი. 

FORZA HORIZON 4 

Xbox One-ისთვის ბევრი Forza-თამაშია ხელიმსაწვდომი, თუმცა Forca Horizon 4 საუკეთესოა. თამაშისას იმყოფებით ბრიტანეთში, შეგიძლიათ ლამაზ ბრიტანულ სოფლის გარემოში  იმოძრაოთ უახლესი სუპერმანქანებით წელიწადის სხვადასხვა დროში. სეზონები იცვლება, ისევე როგორც პეიზაჟები. თუკი გაინტერესებთ რბოლები, ეს თამაში სწორედ რომ საუკეთესოა. 

CUPHEAD 

1930-იანი წლების მულტფილმები კრეატიულობით გამოირჩევა, სწორედ ასეთივეა თამაში Cuphead. ეს არის თამაში ჟანრში - run-and-gun. მასში გაერთიანებულია ხელოვნება, მუსიკა და ანიმაცია.  

SEA OF THIEVES 

ამ თამაშში მოცემულია მეკობრეების ცხოვრება სხვადასხვა ხომალდებზე ღია ზღვაში. იგი მიეკუთვნება სათავგადასავლო ჟანრს და შესაძლებელია მასში ერთზე მეტი მოთამაშის მონაწილეობა. მეგობრებთან ერთად თამაშისას შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ზღვის ხედით, მეტად სახალისო იქნება თამაშში მეკობრულად დალევა, მხიარულება და იარაღებიდან სროლა, ასევე უამრავი საიდუმლოებისა და კუნძულების აღმოჩენა, რა შემოთავაზებული იქნება თამაშის პროცესში. 

RED DEAD REDEMPTIONN 2 

ეს თამაში ნამდვილი „ვარსკვლავია“ ვესტერნის სტილის ამაშებს შორის. უზარმაზარი ღია ინტერაქტიული სამყარო გელოდებათ, სადაც შემოთავაზებულია უამრავი ვარიანტი, რომლითაც მოახდენთ თქვენი თავგადასავლებისა და ისტორიის ფორმირებას. თამაშისას გაქვთ შანსი, გახდეთ ნამდვილი კოვბოი და ბანდის წევრი, რომელიც ძარცვავს ამერიკულ სოფლებს და გადაადგილდება უდაბნოში. 

SUNSET OVERDRIVE 

Sunset Overdrive  ეს თამაში არის Grand Theft Auto-სა და  Tony Hawk-ის ჰიბრიდი და იგი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თამაშია, რომელიც ოდესმე გინახავთ. სკეიტბორდ-სტილის თამაშში შეხვდებით ზომბების ხროვას და თუკი სახალისოდ მიგაჩნიათ - ფეთქებადი პლუშის დათუნიები ესროლოთ მტრებს, მაშინ ეს თამაში თქვენთვისაა.  

DEAD CELLS 

ეს არის Metroid-ისა და  Castlevania-ს ნაზავი. ამ თამაშისას მოთამაშეები იმყოფებიან მიწისქვეშა სატუსაღოში, სადაც მოუწევთ ჭკვიან და მოხერხებულ მოწინააღმდეგეებთან გამკლავება. 

ORI AND THE BLIND FOREST: DEFINITIVE EDITION 

Ori - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თამაშია, რასაც Xbox One-ზე ნახავთ. Ori დახტის 2D პლატფორმებზე, რომლებიც ულამაზეს ტყეშია განთავსებულია. ამაშის სცენარის, ვიზუალური ეფექტებისა და მუსიკის წყალობით შექმნილია სასიამოვნო სათამაშო პროცესი. მომდევნო წელს გამოვა თამაშის გაგრძელებაც. 

HALO 5: GUARDIANS 

Halo 5-ში თავმოყრილია მთლიანად Halo-ს თამაშის პროცესის საუკეთესო ნაწილები. თუკი დაინტერესებული ხართ multiplayer-თამაშით, Halo 5 საუკეთესო ვარიანტია: „მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ“ 

INSIDE 

ეს თამაში საკმაოდ ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტის მქონეა და იგი მიმდინარეობს Limbo-ში (განსაწმენდელში). თამაშისას ხდებით პატარა ბიჭი, რომელიც იმყოფება საშინელებებით სავსე ბნელ, რუხ, ამოუცნობ სამყაროში. Inside იწყება, როგორც უბრალო თამაში, თუმცა მალე რთულდება და გთავაზობთ მოულოდნელ აღმოჩენებსა და  დაუჯერებელ ფინალს. 

BELOW 

თამაშში გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, რომლის სცენარიც მიწისქვეშა სამყაროში  (underworld) ვითარდება. ეს თამაში ხელმისაწვდომია Xbox-სა და პერსონალურ კომპიუტერზეც. თამაშში სიკვდილისას უკან გარკვეულ ეტაპზე ბრუნდებით და მოგიწევთ გადარჩენის სტრატეგიის დასახვა, თავსატეხების ამოხსნა და დავალებების შესრულება იმისათვის, რომ გადარჩეთ. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.