Jump to content

CIA-ის ყოფილი თანამშრომელი: „ბლოკჩეინი უზარმაზარ საფრთხეს შეიცავს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“


Recommended Posts

image.png

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, Andrew Bustamante-მ ბლოკჩეინს უწოდა ის „სუპერმძლავრი საშუალება“, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

როგორც ცნობილია, Andrew Bustamante აგრეთვე არის აშშ-ის სამხედრო-საავიაციო ძალების ვეტერანი და კორპორაცია Fortune 10-ის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. იგი ცნობილი გახდა პუბლიკაციების გამოქვეყნებით, რომლებშიც საკუთარი გამოცდილების მიხედვით სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. 

პორტალ Reddit-ის ერთ-ერთმა გამომწერმა Andrew Bustamante-ს დაუსვა შეკითხვა, თუ რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს სამომავლოდ ამერიკისთვის და შესთავაზა მას სავარაუდო პასუხები: „რუსეთი? ჩრდილოეთ კორეა? ირანი თუ კლიმატის ცვლილება?“ ბასტამანტეს პასუხი იყო: 

„ბლოკჩეინ-ტექნოლოგია. არ ვხუმრობ. ეს სუპერმძლავრი ტექნოლოგიაა და ის, ვინც გაარკვევს როგორ გატეხოს და განახორციელოს მანიპულაციები, ის მოიგებს“ - განაცხადა ბასტამანტემ. 

დაზვერვის ყოფილმა მომსახურემ აღარ განავრცო თემა მეტად და უპასუხა მეორე მომხმარებელს კითხვაზე: „ხომ არ არის კვანტური კომპიუტერების განვითარება უფრო მეტად სარისკო, ვიდრე ბლოკჩეინი?“  „სწორი შენიშვნაა“ - იყო მისი პასუხი. 

ამის შემდეგ საიტზე დაიწყო ცხარე განხილვები, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს კვანტურმა კომპიუტერებმა კრიპტოგრაფიული დაცვის ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ბლოკჩეინს. ზოგიერმა მომხმარებელმა გაიზიარა ბასტამანტეს დასკვნები. ერთ-ერთმა მათგანმა მიუთითა, რომ შეუძლებელია მომხმარებლებისა და ანონიმური ტრანზაქციების გამოკვლევა, მეორემ კი აღნიშნა ბლოკჩეინის დეზინფორმაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა. 

აღსანიშნავია ოქტომბრის შემთხვევა, როდესაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი დასდო რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (GRU) შვიდ ოფიცერს კრიპტო-ჰაკინგსა და დეზინფორმატორობაში.  ივლისში კი ბრალი ედებოდა თორმეტ ადამიანს კრიპტოგრაფიის გამოყენებით ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებული ქსელების გატეხვის მცდელობაში.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

SEC რომ ETF არ ამტკიცებს ეგ იყოს შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაგდენი გადატანების და ეშინიათ ნაადრევი გადაწყვეტილების მიღება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით აგრეთვე უსაფრთხოების

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.