Jump to content
Magdalena

Amazon-მა შემთხვევით მომხმარებელს გაუგზავნა ასობით საათის ხანგრძლივობის საუბარი, რომელიც Alexa-სგან იყო ჩაწერილი

Recommended Posts

image.jpeg

გერმანიაში მცხოვრებმა Amazon-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომპანიისგან გამოითხოვა მონაცემები, რომელიც მოიცავდა მისი ქმედებების, შენაძენებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. მიღებული zip-არქივის გახსნისას მან აღმოაჩინა სხვა პიროვნების 1,7 ათასი ჩანაწერი, რომელიც ჩაწერილი იყო ხმოვანი დამხმარის - Amazon Alexa-ს მიერ.  

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული ახალი კანონის თანახმად, ევროპელ მომხმარებლებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში მიიღონ ის ინფორმაცია სრულად, რასაც ინტერნეტ-კომპანიები აგროვებენ მათ შესახებ და ინახავენ. ამ მონაცემებში შედის მეტად კონფიდენციალური ინფორმაციაც, მაგალითად, გეოლოკაცია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის განსაზღვრა. 

მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, უცხო პირის მონაცემების მიღების შემდეგ მიმართა Amazon-ის მხარდაჭერის სამსახურს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის გზავნილი, საიდანაც მან ფაილები მიიღო, მიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა მომხმარებელმა მოასწრო მთელი მონაცემების შენახვა საკუთარ კომპიუტერში. 

მას შემდეგ კი, რაც ხსენებული ფაქტის შესახებ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა შეიტყვეს, Amazon-მა აღიარა მომხდარი და მას უწოდა „ერთადერთი შემთხვევა და ადამიანური შეცდომა“. 

თუმცა, ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც - Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალისა და მისი ქმრის საუბრები და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

მეც მაქვს ალექსა, მოვითხოვო ერთ ჩემი დატა :დ 

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ 1 და სხვა მრავალი 😎

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...