Jump to content

Lenovo Z5 Pro GT: პირველი სმარტფონი Snapdragon 855 ჩიპითა და 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით


Recommended Posts

დაახლოებით თვენახევრის წინ კომპანია Lenovo-მ წარადგინა სლაიდერის ტიპის სმარტფონი Z5 Pro - Qualcomm Snapdragon 710-ის პლატფორმაზე. ამჯერად კი გამოჩნდა ამ დივაისის ტოპ-მოდიფიკაცია - Z5 Pro GT. 

წარმოდგენილი სმარტფონი გახდა მსოფლიოში პირველი კომერციული დივაისი ახალი Snapdragon 855 პროცესორით. ჩიპი შეიცავს რვა Kryo 485 ბირთვს: მათგან ერთი მუშაობს 2,84 გჰც-ზე, სამი - 2,42 გჰც-ზე, დანარჩენი ოთხი კი - 1,80 გჰც სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებისთვის წარმოდგენილია მაღალი წარმადობის ამაჩქარებელი Adreno 640. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X24 LTE უზრუნველყოფს მონაცემთა ჩამოტვირთვის თეორიულ 2 გბიტი/წმ.-მდე სიჩქარეს. 

 

image.jpeg 

გარდა ამისა, Lenovo Z5 Pro GT - ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. მომხმარებელებს ასევე შეეძლებათ შეიძნონ მოდიფიკაციები 6 და 8 გიგაბაიტი ოპერატიულით. 

ფლეშ-მოდულის მოცულობა ვარირებს 128-დან 512 გიგაბაიტამდე, კონფიგურაციების შესაბამისად. 

დანარჩენი მახასიათებლები Z5 Pro მოდელის იდენტურია. 6,39-დუიმიანი ეკრანი წარმოდგენილია 2340 × 1080 გაფართოებით ( Full HD+ ფორმატი ). დისპლეიზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. 

ზედა ნაწილში არსებულ მოძრავ ბლოკზე განთავსებულია ორი კამერა 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. მხარდაჭერილია მომხმარებლის სახის ამოცნობის ტექნოლოგია. სმარტფონის უკანა ნაწილზე განთავსებულია კიდევ ორი კამერა 24 და 16 მეგაპიქსელიანი მოდულებით. 

image.jpeg

დანარჩენი დეტალები ამგვარია: სმარტფონს აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები, USB Type-C პორტი, NFC მოდული, Dual SIM სისტემა. სმარტფონის გაბარიტები შეადგენს 155,12 × 73,04 × 9,3 მილიმეტრს, წონა - 210 გრამს. კვებას უზრუნველყოფს 3350 მილიამპერ/სთ. მოცულობის ბატარეა. 

კორპუსი დამზადებულია Carbon Black პრემიუმ-დიზაინით: გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკოები, დომინანტ შავ ფერს დამატებული აქვს წითელი ფერის აქცენტები. გამოყენებულია პროგრამული პლატფორმა Android 9.0 (Pie) და ZUI 10. 

კონფიგურაციების შესაბამისად ფასები ამგვარია: 

  • 6 გბ ოპერატიული, 128 გბ ფლეშ-მეხსიერება - 390 $; 

  • 8 გბ ოპერატიული, 128 გბ ფლეშ-ეხსიერება- 430 $; 

  • 8 გბ ოპერატიული, 256 გბ ფლეშ-ეხსიერება - 490 $; 

  • 12 გბ ოპერატიული, 512 გბ ფლეშ-ეხსიერება - 640 $. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.