Jump to content

გამოჩნდა Huawei P30 Pro-ს რენდერები: 2019 წლის პოტენციურად საუკეთესო ფლაგმანი


Recommended Posts

Huawei - ერთ-ერთი კომპანიათაგანია, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ფლაგმანები ერთდროულად ორ ხაზში - Mate და P. 2019 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია ფლაგმანური Huawei P30 Pro-ს ანონსი, რომელიც იქნება მომდევნო წლის პირველი ნახევრის საუკეთესო ფლაგმანის წოდების პრეტენდენტი. ქსელშ უკვე გამოჩნდა რენდერები და სავარაუდო მახასიათებლები მის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოების მიხედვით, სმარტფონს ექნება მინის კორპუსი, 6,4-დუიმიანი FHD+ ეკრანი მრგვალი ჭრილით, რომელშიც ფრონტალური კამერა განთავსდება, უკანა მხარეს კი ექნება ძირითადი კამერა ოთხი მოდულით. წინა პანელზე, ქვედა ნაწილში ჩანს მცირე ზომის ე.წ. chin” (ღაბაბი) :დდ დაახლოებით ისეთივე, როგორიც აქვს Apple iPhone X-ს. ბიომეტრიული სენსორი ინტეგრირებული იქნება დისპლეიზე. ამასთან, ინსაიდერი Ice Universe ამტკიცებს, რომ სმარტფონს ექნება ისეთივე კიდეები და ჭრილი, როგორც Huawei Mate 20 Pro-სა და Mate 20-ს (ქვემოთ ფოტოზე). 

image.jpeg 

Huawei P30 Pro-ს მიაწერენ 75%-ით მეტ წარმადობას წინამორბედთან შედარებით იმის გამო, რომ მასშ გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი პროცესორი Kirin 980. სამგანზომილებიანი გრაფიკის დამუშავების დონე გაიზრდება 45%-ით, NPU (Neural Processing Unit) კი ორჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე Kirin 970-ში არსებული.  

წყაროს ინფორმაციით, სმარტფონს ექნება 6-დან 10 გიგაბაიტამდე ოპერატიული და 64-დან 512 გიგბაიტამდე სამომხმარებლო მეხსიერება. ამ დრომდე ვრცელდებოდა ხმები, რომ Huawei P30 Pro და Samsung Galaxy S10 Plus 5G იქნებოდნენ პირველი სმარტფონები 12 გიგაბაიტი ოპერატიულით. 

ახალი ინფორმაციის მიხედვით, ძირითადი კამერის შემადგენლობაში შედის 41+24+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები. სელფი კამერა კი 41-მეგაპიქსელიანი იქნება. 

.image.jpeg 

დანარჩენი მახასიათაბლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს 15-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა, 40-ვატიანი საფირმო სწრაფი დატენვა  SuperCharge და 5000 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. რა საკვირველია, წარმოდგენილი იქნება ყველა აუცილებელი უსადენო ინტერფეისი NFC-ის ათვლით. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ყურსასმენებისთვის განკუთვნილი კონექტორის არსებობა-არარსებობის საკითხი. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Pie-სა და საფირმო EMUI-ზე. 

Huawei P30 Pro-სთვის მიძღვნილი პრესკონფერენცია შედგება Mobile World Congress 2019-ზე თებერვალში, ან ცალკე გამართულ ივენთზე მარტში. მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნოა, რადგან  სწორედ ასევე მოიქცა ჩინური კომპანია გასულ წელს. Pro ვერსიასთან ერთად მწარმოებელი დააანონსებს სტანდარტულ მოდელსაც, რომელსაც სამი ძირითადი კამერა და უფრო კომპაქტური გაბარტები ექნება. 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.