Magdalena Posted December 15, 2018 Posted December 15, 2018 ვებ-ბრაუზერმა Opera-მ გამოუშვა ინტეგრირებული კრიპტოსაფულე თავის Android-აპლიკაციაში. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა ლონდონის ბლოკჩეინ-ივენთზე. საფულეს თავდაპირველად ექნება მხოლოდ Ethereum-ის მხარდაჭერა, დანარჩენი კოინები კი მოგვიანებით დაემატება. Ethereum-ის ინვესტორები, რომლებიც Opera-ს იყენებენ, პოტენციურად უფრო ადვილად მიიღებენ წვდომას თავიანთ ტოკენებზე ამ ფუნქციის გამოყენებით. კრიპტოსაფულის გამოყენების მსურველებმა პირველ რიგში უნდა ჩამოტვირთონ Opera-ს Android-ვერსია (იგი არ არის ხელმისაწვდომი iOS-ზე), შემდეგ შეიძინონ ტოკენები საფულეში შესანახად. შემდეგ კი, მომხმარებლები მიიღებენ წვდომას ბრაუზერის მინი-აპლიკაციებზე. Opera-მ ჯერ კიდევ ივლისში განახადა, რომ ამ სიახლის ტესტირებას ახდენს. ამ დროისთვის, ფასები კრიპტოვალუტებზე მნიშვნელოვნადაა დაცემული წინა წლის ბოლო პერიოდთან შედარებით. Opera-მ ასევე აღნიშნა კრიპტოთაღლითების საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ თავის ვებ-ბრაუზერში დანერგა პროგრამული უზრუნველყოფა კრიპტოჰაკერებისგან თავდაცვის მიზნით. https://www.theverge.com/2018/12/13/18138427/opera-cryptocurrency-wallet-android-app 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.