Jump to content

ბიოლოგიური ვირუსის საშუალებით გაიზარდა კომპიუტერის მუშაობის სიჩქარე


Recommended Posts

image.jpeg

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინრებმა აღმოაჩინეს საშუალება, თუ როგორ უნდა მოხდეს კომპიუტერის აჩქარება ბიოლოგიური ვირუსი-ბაქტერიოფაგის - M13-ის საშუალებით. ვირუსი საშუალებას იძლევა შემცირდეს  ოპერატიული მეხსიერებიდან ინფორმაციის გადატანის დრო მყარ დისკზე. ამის შესახებ წერს ScienceAlert. 

ამჟამად უამრავი კომპიუტერი მუშაობს შენელებულად მაღალსიჩქარიანი ოპერატიული მეხსიერებიდან მონაცემთა  მყარ დისკზე გადატანისას შექმნილი შეფერხებების გამო. 

მკვლევარებმა მიაგნეს საშუალებას - შემცირდეს ეს შეფერხება ორი სანახი სივრცის ერთით ჩანაცვლებით - ეს არის ფაზიანი მეხსიერება. თუმცა ამგვარი სისტემის მქონე მოწყობილობები იმ ტემპერატურამდე ცხელდება, რაც საკმარისია ფაზიანი მეხსიერების ერთ-ერთი მთავარი მატერიალის - გალიუმის ანტიმონიდის დაშლისთვის. 

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სინგაპურელ კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ ბაქტერიოფაგი M13 ერთამენთთან აკავშირებს გალიუმის ანტიმონიდის ნაწილაკებს და საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ქმედითუნარიანობა მაღალ ტემპერატურაზეც კი. მეხსიერების ახალი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა ფაილებთან მუშაობის დრო შემცირდეს 10 ნანოწამით. 

ადრე, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ხმაურის ჩამხშობი ეორიული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს გამოთვლითი სიზუსტე კვანტურ კომპიუტერში. დიდი ალბათობით, სამომავლო აღმოჩენები კაცობრიობას საშუალებას მისცემს მიაღწიოს „კვანტურ უპირატესობას“ ჩვეულებრივ კომპიუტერებზე. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.