Jump to content

SEC-ის კომისარი: “Bitcoin-ის ETF შესაძლოა დამტკიცდეს როგორც ხვალ, ისე 20 წლის შემდეგ“


Recommended Posts

image.jpeg

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის წარმომადგენელი Hester Peirce სიტყვით გამოვიდა ციფრული აქტივების საინვესტიციო ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ არ ღირს უახლოეს დროში ველოდოთ Bitcoin-თან დაკავშირებული საინვესტიციო საფონდო ბირჟის (ETF) დამტკიცებას 

„დამტკიცება შესაძლოა მოხდეს როგორც ხვალ, ისე 20 წლის შემდეგ. SEC-ს უამრავი დრო დასჭირდა Finhub-ის (ფინანსური ინოვაციების რეგულატორის სტრატეგიული ცენტრი) დაარსებისთვის“ - განაცხადა Hester Peirce-მა. 

კრიპტოსავალუტო ქომიუნითის ფარგლებში Peirce-მა მეტსახელად მიიღო „Crypto Mom“, რადგან იგი არ დაეთანხმა რეგულატორის გადაწყვეტილებას - უარი ეთქვათ Bitcoin ETF-ის განაცხადზე. მისი თქმით, იგი ცდილობს გავლენა მოახდინოს კომისიაში მყოფ თავის კოლეგებზე, რათა მათ დაიწყონ უფრო ლოიალურად მიდგომა ახალი ფინანსური ინსტრუმენტებისადმი, თუმცა ამ ყველაფერს შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. 

Bitcoin-ის ინსტიტუციონალიზაციას რაც შეეხება, პირსმა განაცხადა, რომ რეგულატორი დიდ დაინტერესებას ხედავს ინსტიტუციონალური ვესტორების მხრიდან და ინდუსტრიაში კაპიტალის მოზიდვა სასარგებლო იქნება. 

„მე მგონია, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კრიპტოვალუტების ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა. შესაძლოა ეს არ არის ის, რაც სრულიად საზოგადოებას სურს, მაგრამ ვთვლი, რომ არიან ინვესტორები, რომელთაც სურვილი აქვთ კრიპტოსავალუტო ინდუსტრიას შემოუერთდნენ“ -  აღნიშნა SEC-ის კომისარმა. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა კომისიის მიერ ორ ICO-სტარტაპთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაზე, როდესაც სტარტაპერები აიძულეს თანხა დაებრუნებინათ ინვესტორებისთვის. პირსმა განაცხადა, რომ „კანონი ყველამ უნდა დაიცვას“, თუმცა „რეგულატორმა უნდა გადაწყვიტოს, ხელს უშლის თუ არა რეგულაციები ინოვაციურ იდეებს“. 

„მსურს დავრწმუნდე, რომ ინოვაციებისთვის კარი ფართოდაა ღია და ახალი პროექტები არ არიან რეგულაციებით მეტისმეტად შეზღუდულნი“ - თქვა მან. 

მცირე ხნის წინანდელ ინტერვიუში SEC-ის თავმჯდომარე Jay Clayton-მაც უარი განაცხადა ესაუბრა Bitcoin ETF-ის დამტკიცების კონკრეტულ ვადებზე: „არ ვაპირებ საზოგადოებას შევატყობინო ახალი საბირჟო ინსტრუმენტის დამტკიცების ვადების შესახებ, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ გარკვეული პასუხები კითხვებზე, რაც გვაინტერესებდა“ - განაცხადა Clayton-მა. 

იმას, რომ ახლო პერიოდში არ უნდა ველოდოთ Bitcoin ETF-ის დამტკიცებას, უამრავი პირი ამტკიცებდა კრიპტოქომიუნითიდან და როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. კომისიამ კიდევ ერთხელ გადადო დამტკიცების შესახებ განაცხადის ერთობლივი განხილვა, რომელიც შეტანილი იყო საინვესტიციო ფირმა VanEck-ისა და ბლოკჩეინ-კომპანია SolidX-ის მიერ. 

https://cryptonovosti.com/komissar-sec-%C2%ABetf-bitkoina-mozhet-byit-odobren-kak-zavtra,-tak-i-cherez-20-let%C2%BB/ 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.