Jump to content

48 მეგაპიქსელიანი სმარტფონების ეპოქა იწყება


Recommended Posts

image.png

Sony-მ და Samsung-მა უკვე დააანონსეს 48-მეგაპიქსელიანი სენსორები, ამას გარდა უფრო და უფრო ხშირად ისმის ცნობები დიდი რაოდენობით პიქსელების მქონე კამერების შესახებ სხვადასხვა კომპანიებიდა. სულ ახლახანს დაანონსდა Honor View 20, რომელშიც გამოყენებულია Sony IMX სენსორი, Huawei Kirin 980 პროცესორი და ისეთივე დიზაინის, ე.წ.  “hole-punch” სელფი-კამერა, როგორიც ექნება Huawei-ს სამომავლო Nova 4-ს. ამ უკანასკნელის სრული ანონსი მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი.  

View 20 წარმოადგენს View 10-ის გაგრძელებას, რომელიც არის საშუალო კლასის სმარტფონი და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მიმდინარე წელს. Honor-ისგან ჯერჯერობით არ ხმაურდება სრული ინფორმაცია View 20-ის შესახებ: საზოგადოებას 22 იანვრამდე მოცდა მოუწევს -  პარიზში გამართულ ივენთზე მოხდება სმარტფონის გლობალური მოდელის წარდგენა. V20-ის ჩინური ვარიანტი კი 26 დეკემბრიდან გამოჩნდება. ცნობილი გახლავთ ის, რომ View 20 თავის წინამორბედ მოდელთან შედარებით უფრო აგრესიულად გაუწევს კონკურენციას სხვა სმარტფონებს. 

ანალოგიური გეგმები აქვთ Sony-ს და Samsung-საც. აგრეთვე, კომპანია Xiaomi-ც ემზადება უახლოეს თვებში 48-მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონის გამოსაშვებად. კომპანიის პრეზიდენტმა რესურს Weibo-ზე გამოაქვეყნა სმარტფონის ფოტო წარწერით - “48MP camera”. როგორც ცნობილია, ეს სმარტფონიც იანვარში გამოვა. 

მაღალი რეზოლუციის მქონე სენსორებიან სმარტფონები ამ დრომდეც არსებობდა, მაგალითად, 41-მეგაპიქსელიანი მოდელი Nokia 808 PureView და Nokia Lumia 1020, თუმცა, პროგრამული უზრუნველყოფის, ზომებისა და ოპტიკის კუთხით უამრავი ვარიაციისა და ცვლილებების პირობებში რთულია შედარება რეალიზაციის მხრივ. საზოგადოება მოუთმენლად ელის მომავალი სმარტფონების გამოსვლას, რათა საბოლოოდ ცხადი გახდეს - რამდენად შეესაბამება მოლოდინი რეალობას.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.