Magdalena Posted December 10, 2018 Share Posted December 10, 2018 ჩინეთში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Xiaomi-მ მოახდინა თავისი ბოლო ფლაგმანის - Mi Mix 3-ის 5G ვერსიის დემონსტრაცია. Xiaomi-მ აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა და ლაივ-სტრიმინგი 5G ქსელის მეშვეობით. 5G Mi Mix 3 სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 855 პროცესორსა და X50 5G მოდემზე მაქსიმალური სიჩქარით - 2 გბიტი/წმ. სმარტფონის ჩვეულებრივი ვერსია მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, ისევე როგორც 2018 წლის Android-სმარტფონების უმეტესობა. Xiaomi 5G ტექნოლოგიაზე 2016 წლიდან მუშაობს, იგი თანამშრომლობს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ მობილურ ოპერატორთან - China Mobile, რათა გამოიკვლიოს უფრო მეტი შესაძლებლობა ახალ, სამომავლო ტექნოლოგიაში. 5G Mi Mix 3 ვერსია ევროპაში ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო წლის დასაწყისში, ასევე, კიდევ მეტი, 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონი გამოჩნდება მომავალ წელს. https://www.theverge.com/2018/12/7/18130976/xiaomi-mi-mix-3-5g-version-demo 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.