Magdalena Posted December 8, 2018 Share Posted December 8, 2018 როგორც ცნობილია, თითოეული ციფრული სერვერი, სოციალური ქსელი თუ საგადასახადო სისტემა ითხოვს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. თუმცა მათი რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება პაროლების რაოდენობაც, რომელთა დამახსოვრება აუცილებელია. ამასთან, უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ყველგან სხვადასხვა პაროლის გამოყება, რასაც ადამიანთა უმეტესობა არ ითვალისწინებს: თუკი მომხმარებლები ყველა სერვერზე სხვადასხვა პაროლს დააყენებენ, არის რისკი, რომ რომელიმე დაავიწყდეთ ან ერთმანეთში აერიოთ. Microsoft-მა და Mastercard-მა გადაწყვიტეს გააერთიანონ ძალები და წარმოადგინონ ერთიანი გლობალური უნივერსალური გადაწყვეტილება იდენტიფიკაციისთვის. როგორც Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ajay Bhalla-მ განაცხადა, ამგვარი სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს ფინანსურ მომსახურებებს, მოახდენს ინტერნეტში შენაძენების პერსონალიზაციას და აგრეთვე გადაწყვეტს დოკუმენტების არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. Bhalla-ს სიტყვებით, მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანია დოკუმენტების გარეშე, მათ შორის ძირითადად ლტოლვილები. ახალი სისტემა კი მათ საშუალებას მისცემს „დაიბრუნონ“ პიროვნულობა. „იდენტიფიკაციის თანამედროვე სისტემები არაერთგვაროვანია და მეტისმეტად განსხვავდება ერთმანეთისგან: ის, რაც ერთ ქვეყანაში მუშაობს, უმოქმედოა მეორეში. ჩვენ ვგეგმავთ შევიმუშავოთ სისტემა, რომელშიც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება გამოყენების მოსახერხებლობა და მომხმარებლის ინტერესები“ - განაცხადა Bhalla-მ. ტექნიკური თვალსაზრისით ეს სისტემა ნიშნავს გლობალურ და ტოტალურ კონტროლს ადამიანის ყველა მოქმედებაზე. Mastercard-ში აცხადებენ, რომ სისტემა უსაფრთხო იქნება, არ მოხდება მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მესამე პირთათვის გადაცემა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Google-ს ადანაშაულებდნენ საძიებო შედეგების სავალდებულო პერსონალიზაციაზე, ასევე, მომხმარებლების მონაცემების შეგროვებაში დაადანაშაულეს Microsoft-ი. ამგვარად, ჯერჯერობით რთულია თქმა, რამდენად გაამარტივებს გლობალური სისტემა ცხოვრებას ან რამდენად გააძლიერებს კონტროლს. ცალკე საკითხია, რამდენად გამოიწვევს პროტესტს მოსახლეობაში. https://3dnews.ru/979246 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.