Magdalena Posted December 7, 2018 Share Posted December 7, 2018 2019 წელს კომპანია Samsung-ი გამოუშვებს საშუალო კლასის სმარტფონების ახალ ხაზს - Galaxy M. ამ სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება Galaxy A50, რომელმაც უკვე გაიარა წარმადობაზე ტესტირება Geekbench 4-ზე. სმარტფონმა ერთბირთვიან რეჟიმში მოიპოვა 1681 ქულა, რაც ტიპიური მაჩვენებელია საშუალო დონის პროცესორების მქონე დივაისებისთვის. მრავალბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 4897 ქულა. შედარებისთვის - Snapdragon 6150-ს შეუძლია 2600 და 5500 ქულის მოპოვება ერთ- და მრავალბირთვიან რეჟიმში, შესაბამისად. ტესტირების წყალობით ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy A50-ს ექნება 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და ოპერაციული სისტემა Android Pie. ტესტირებამდე პერიოდში უკვე ცნობილი იყო, რომ Exynos 9610 კონფიგურაციში შედის ოთხი Cortex-A73 და ოთხიც Cortex-A53 ბირთვი ტაქტის სიხშირით - 2,3 გჰც და 1,6 გჰც შესაბამისად. გრაფიკაზე პასუხისმგებელია Mali-G72. თავად პროცესორი დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22545/samsung-galaxy-a50-s-processorom-exynos-9610-protestirovan-v-geekbench-4 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.