Magdalena Posted December 6, 2018 Share Posted December 6, 2018 წლის ბოლომდე დარჩა ცოტა დრო და კიდევ უფრო ცოტა - ახალი, საინტერესო სმარტფონების ანონსამდე. რამოდენიმე დღეში კომპანია ASUS-ი წარადგენს სმარტფონებს, რომელთა მთავარი კონკურენტებია Xiaomi Mi A2 და Honor 8C. ეს სმარტფონები იქნება ZenFone Max Pro M2 და ZenFone Max M2. ორივე მათგანმა ტესტირება უკვე გაიარა Geekbench 4-ზე. ASUS ZenFone Max M2 სტანდარტულ მოდელს ექნება Snapdragon 632 პროცესორი და 3/4 გბ ოპერატიული მეხსიერება. სამწუხაროდ, Snapdragon 636-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მოლოდინი არ დადასტურდა. ასე რომ, ეს სმარტფონი ვერ შეძლებს ამ მხრივ კონკურენცია გაუწიოს Redmi Note 5-სა და Redmi Note 6 Pro-ს. სმარტფონის შიდა მეხსიერება შეადგენს 32/64 გიგაბაიტს. კიდევ ერთ დიდ მინუსად ითვლება 6,3-დუიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოება შეადგენს 1520 х 720 პიქსელს. Geekbench 4-ზე წარმადობის ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანმა მოდელმა. მრავალნაკადიან რეჟიმში მან მიიღო 4791 ქულა, ერთ ბირთვიან ტესტირებაში კი შეძლო 1255 ქულის მოგროვება. ეს სმარტფონი ისევე, როგორც Pro-ვერსია, მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. ძირითადი კამერა წარმოდგენილია 13+2 მეგაპიქსელიანი მოდულებით, სელფების მოყვარულთათვის კი განკუთვნილია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ASUS ZenFone Max M2 დაკომპლექტებულია LTE-მხარდაჭერის მოდულით, აქვს 4000 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა და Wi-Fi / Bluetooth უსადენო მოდულები. სმარტფონს არ აქვს სივრცე NFC ჩიპისთვის. ASUS ZenFone Max Pro M2-ს აქვს 6,3-დუიმიანი ეკრანი, თუმცა მისი გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. დადასტურებულია, რომ ეს მოდელი იმუშავებს Qualcomm Snapdragon 660 პროცესორზე. Geekbench 4-ზე ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე კონფიგურაციამ. როგორც ჩანს, ამაზე დიდი მოცულობის მეხსიერება სმარტფონს არ ექნება. მისი ფლეშ-მეხსიერება 64/128 გიგაბაიტს შეადგენს, კომპლექტაციის შესაბამისად. ერთბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 1481 ქულა, მრავალნაკადიან რეჟიმში კი - 5549 ქულა. ASUS ZenFone Max Pro M2-ს, მისი მცირე მოდელისგან განსხვავებით, ექნება Bluetooth v5.0 და NFC ჩიპი. მისი ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. სმარტფონი 180 გრამს იწონის, კორპუსის სისქე კი 9 მილიმეტრია. შედარებისთვის, ZenFone Max M2 1 მილიმეტრით თხელია და 1 გრამით მსუბუქი. ASUS ZenFone Max Pro M2 ორივე სმარტფონის წარდგენა მოხდება 11 დეკემბერს, ინდონეზიაში. მოგვიანებით კი გამოჩნდება ევროპულ ბაზრებზე. ASUS ZenFone Max Pro M2-ის ფასი იქნება 280/300 ევრო კონფიგურაციების შესაბამისად, ZenFone Max M2 კი ეღირება 160/190 ევრო. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22489/asus-zenfone-max-pro-m2-i-zenfone-max-m2-ceny-i-test-na-proizvoditelnost-v-geekbench-4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.