Magdalena

ASUS ZenFone Max Pro M2 და ZenFone Max M2: ფასები და წარმადობის ტესტი Geekbench 4-ზე

Recommended Posts

წლის ბოლომდე დარჩა ცოტა დრო და კიდევ უფრო ცოტა - ახალი, საინტერესო სმარტფონების ანონსამდე. რამოდენიმე დღეში კომპანია ASUS-ი წარადგენს სმარტფონებს, რომელთა მთავარი კონკურენტებია Xiaomi Mi A2 და Honor 8C. ეს სმარტფონები იქნება ZenFone Max Pro M2 და ZenFone Max M2. ორივე მათგანმა ტესტირება უკვე გაიარა Geekbench 4-ზე. 

image.jpeg

ASUS ZenFone Max M2 

სტანდარტულ მოდელს ექნება Snapdragon 632 პროცესორი და 3/4 გბ ოპერატიული მეხსიერება. სამწუხაროდ, Snapdragon 636-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მოლოდინი არ დადასტურდა. ასე რომ, ეს სმარტფონი ვერ შეძლებს ამ მხრივ კონკურენცია გაუწიოს Redmi Note 5-სა და Redmi Note 6 Pro-ს. სმარტფონის შიდა მეხსიერება შეადგენს 32/64 გიგაბაიტს. კიდევ ერთ დიდ მინუსად ითვლება 6,3-დუიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოება შეადგენს 1520 х 720 პიქსელს. 

Geekbench 4-ზე წარმადობის ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანმა მოდელმა. მრავალნაკადიან რეჟიმში მან მიიღო 4791 ქულა, ერთ ბირთვიან ტესტირებაში კი შეძლო 1255 ქულის მოგროვება. ეს სმარტფონი ისევე, როგორც Pro-ვერსია, მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. 

image.jpeg

 

ძირითადი კამერა წარმოდგენილია 13+2 მეგაპიქსელიანი მოდულებით, სელფების მოყვარულთათვის კი განკუთვნილია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ASUS ZenFone Max M2 დაკომპლექტებულია LTE-მხარდაჭერის მოდულით, აქვს 4000 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა და Wi-Fi / Bluetooth უსადენო მოდულები. სმარტფონს არ აქვს სივრცე NFC ჩიპისთვის. 

ASUS ZenFone Max Pro M2-ს აქვს 6,3-დუიმიანი ეკრანი, თუმცა მისი გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. დადასტურებულია, რომ ეს მოდელი იმუშავებს Qualcomm Snapdragon 660 პროცესორზე. Geekbench 4-ზე ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე კონფიგურაციამ. როგორც ჩანს, ამაზე  დიდი მოცულობის მეხსიერება სმარტფონს არ ექნება. მისი ფლეშ-მეხსიერება 64/128 გიგაბაიტს შეადგენს, კომპლექტაციის შესაბამისად. ერთბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 1481 ქულა, მრავალნაკადიან რეჟიმში კი - 5549 ქულა.  

image.jpeg

 

ASUS ZenFone Max Pro M2-ს, მისი მცირე მოდელისგან განსხვავებით, ექნება Bluetooth v5.0 და NFC ჩიპი. მისი ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. სმარტფონი 180 გრამს იწონის, კორპუსის სისქე კი 9 მილიმეტრია. შედარებისთვის, ZenFone Max M2 1 მილიმეტრით თხელია და 1 გრამით მსუბუქი. 

image.jpeg

ASUS ZenFone Max Pro M2 

ორივე სმარტფონის წარდგენა მოხდება 11 დეკემბერს, ინდონეზიაში. მოგვიანებით კი გამოჩნდება ევროპულ ბაზრებზე. ASUS ZenFone Max Pro M2-ის ფასი იქნება 280/300 ევრო კონფიგურაციების შესაბამისად, ZenFone Max M2 კი ეღირება 160/190 ევრო. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now