Magdalena Posted December 3, 2018 Share Posted December 3, 2018 Amazon Music-ი ხელმისაწვდომი გახდება Android TV-ზე. Android Police-მა აღმოაჩინა TV-ვერსიის აპლიკაციების ჩამონათვალი, რომელიც გამოჩნდა Google Play Store-ზე. ჯერჯერობით იგი ხელმისაწვდომი არ გახლავთ, თუმცა არის შესაძლებლობა - წინასწარ დარეგისტრირდეთ მასზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, Android TV-ზე ხელმისაწვდომი იყო სხვა სტრიმინგ-სერვისები. Spotify-ს Android TV presence გამოჩნდა ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში, Tidal-ი კი Android-TV-ზე გადავიდა 2017 წლის დეკემბერში. გამოქვეყნდა Amazon Music-ის რამოდენიმე სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც წინასწარი წარმოდგენა იქმნება, თუ როგორ გამოიყურება იგი. Amazon Music-ი წარმოდგენილი იქნება Prime account-თან ერთად კომპლექტში და უზრუნველყოფს წვდომას 2 მილიონზე მეტ სიმღერაზე რეკლამების გარეშე. განახლებული პაკეტი კი, სახელად Amazon Music Unlimited - მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოწერის შედეგად წვდომა ჰქონდეთ 50 მილიონზე მეტ სიმღერაზე, აგრეთვე მაღალი ხარისხის აუდიო პარამეტრებზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება აპლიკაცია ოფიციალურად ხელმისაწვდომი, თუმცა Play Store-ზე დარეზერვება უკვე შესაძლებელია ამ დროიდან. https://www.theverge.com/2018/11/30/18120256/amazon-music-app-android-tv-play-store Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.