Magdalena Posted December 3, 2018 Posted December 3, 2018 Amazon Music-ი ხელმისაწვდომი გახდება Android TV-ზე. Android Police-მა აღმოაჩინა TV-ვერსიის აპლიკაციების ჩამონათვალი, რომელიც გამოჩნდა Google Play Store-ზე. ჯერჯერობით იგი ხელმისაწვდომი არ გახლავთ, თუმცა არის შესაძლებლობა - წინასწარ დარეგისტრირდეთ მასზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, Android TV-ზე ხელმისაწვდომი იყო სხვა სტრიმინგ-სერვისები. Spotify-ს Android TV presence გამოჩნდა ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში, Tidal-ი კი Android-TV-ზე გადავიდა 2017 წლის დეკემბერში. გამოქვეყნდა Amazon Music-ის რამოდენიმე სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც წინასწარი წარმოდგენა იქმნება, თუ როგორ გამოიყურება იგი. Amazon Music-ი წარმოდგენილი იქნება Prime account-თან ერთად კომპლექტში და უზრუნველყოფს წვდომას 2 მილიონზე მეტ სიმღერაზე რეკლამების გარეშე. განახლებული პაკეტი კი, სახელად Amazon Music Unlimited - მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოწერის შედეგად წვდომა ჰქონდეთ 50 მილიონზე მეტ სიმღერაზე, აგრეთვე მაღალი ხარისხის აუდიო პარამეტრებზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება აპლიკაცია ოფიციალურად ხელმისაწვდომი, თუმცა Play Store-ზე დარეზერვება უკვე შესაძლებელია ამ დროიდან. https://www.theverge.com/2018/11/30/18120256/amazon-music-app-android-tv-play-store Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.