Magdalena Posted December 1, 2018 Share Posted December 1, 2018 ერთ-ერთი ინსაიდერის, Brad Sams-ის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს Microsoft-მა შესაძლოა გამოუშვას ახალი თაობის Surface ლეპტოპები AMD Picasso ჩიპებით (რომლებიც ჯერჯერობით არ გამოსულა) და AMD Radeon-ის ინტეგრირებული გრაფიკით. ეს ინფორმაცია ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ იზრდება დაძაბულობა Microsoft-სა და Intel-ს შორის 10 ნანომეტრიანი წარმოების შეფერხების გამო. აგვისტოში, სხვა ინსაიდერის მიერ ნათქვამი იყო, რომ Microsoft-ს თავდაპირველად სურდა თავის ბოლო Surface Go-ში ARM პროცესორების გამოყენება, თუმცა Intel-მა შეახსენა ვალდებულებების შესახებ და ჯამში, გამოყენებულ იქნა Intel Pentium Gold პროცესორები. თუკი Microsoft-ი ნამდვილად გამოუშვებს თავის ახალ Surface ლეპტოპს AMD-ის პროცესორებით, ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება AMD-ის წარმოების ზრდის კუთხით. ტრადიციულად, AMD გაცილებით ნაკლებ საბაზრო წილს იკავებდა Intel-თან შედარებით. ამ დროისათვის, Surface Laptop 2-ში გამოყენებულია Core i5-8250U ან Core i7-8650U პროცესორები, კონფიგურაციების შესაბამისად. https://www.tomshardware.com/news/microsoft-surface-laptop-amd-cpu,38176.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.