Magdalena Posted December 1, 2018 Share Posted December 1, 2018 რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დეკსტოპ-აპლიკაცია iCloud-ის დაყენება არ ხერხდებოდა Windows 10 October 2018 Update-ში. მისი დაინსტალირების მცდელობისას ჩნდებოდა შეტყობინება, რომ საჭიროა ოპერაციული სისტემის ვერსიის შემცირება. უკვე დაყენებული ვერსია კი არ მუშაობდა. ამ დროისათვის კი ვითარება შეიცვალა. Apple-მა გამოუშვა განახლება ნომერით 7.8.1, რომლითაც შესაძლებელი ხდება კომპიუტერზე პროგრამის დაყენება ახალ Windows-ზე. ამასთან, Microsoft-ი იძლევა რეკომენდაციას - ჯერ მოხდეს iCloud-ის ბოლო ვერსიის დაინსტალირება, შემდეგ კი განახლდეს Windows 10. გარდა ამისა, Microsoft-ი აგრძელებს მუშაობას განახლებაში შემორჩენილ პრობლემებზე. უკვე გამოსწორდა ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ხარვეზი. აფდეითის გამოსვლის შემდეგ, პრობლემები დაფიქსირდა Windows Media Player-შიც: აღარ მუშაობდა საძიებო პანელი. მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ მუშაობდნენ გამოსწორებაზე, თუმცა ვერ ასახელებდნენ მისი გამოსვლის ზუსტ დროს. „აფდეითის შემდეგ ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა სირთულეები შეექმნას Windows Media Player-ის საძიებო პანელთან დაკავშირებით. Microsoft-ი მუშაობს პრობლემის გადაწყვეტაზე და განახლებას მომავალში წარადგენს“ - ნათქვამია Microsoft-ის ტექმხარდაჭერის გვერდზე. მოსალოდნელია, რომ განახლება გადაჭრის Intel-ისა და AMD-ის ვიდეო ბარათების დრაივერების პრობლემასაც, აგრეთვე Trend Micro-ს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ხარვეზსაც. ამ დროისათვის აფდეითი უკვე ტესტირებას გადის არხ Release Preview-ზე, ასე რომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ რელიზ-ვერსიას. https://3dnews.ru/978922 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts