Magdalena Posted November 28, 2018 Share Posted November 28, 2018 კომპანია Sony Interactive Entertainment-მა წარადგინა ცნობები სამომავლო რეტრო-კონსოლის - PlayStation Classic-ის შესახებ. კონსოლი გაყიდვაში 3 დეკემბრიდან გამოვა. PlayStation Classic - ეს არის მინიატურული რეტრო-კონსოლი, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე ჩატვირთული ორიგინალი PlayStation-ის თამაშები. კონსოლი წარმოდგენილია ორი, სადენიანი გეიმპადით. ზომით იგი პატარაა: 14,7 × 3,3 × 10,4 სმ, ანუ 45%-ით მცირე ზომისაა პირველ PlayStation-თან შედარებით. მისი წონა 170 გრამია. PlayStation Classic-ზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თამაშები: (ჯამში სულ 20) Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Final Fantasy VII; Grand Theft Auto; Intelligent Qube; Jumping Flash!; Metal Gear Solid; Mr. Driller; Oddworld: Abe’s Oddysee; Rayman; Resident Evil Director’s Cut; Revelations: Persona; R4 Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter II Turbo; Syphon Filter; Tekken 3; Tom Clancy’s Rainbow Six; Twisted Metal; Wild Arms. სხვა ახალი თამაშების ჩატვირთვა კონსოლზე PlayStation Network-იდან შეუძლებელია - კონსოლს არ აქვს ინტერნეტ-კავშირი. PlayStation Classic-ის რამოდენიმე თამაშს ექნება მულტიფლეიერი ორი მოთამაშისთვის. ეს თამაშებია: Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Intelligent Qube; Mr Driller; Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter 2 Turbo; Tekken 3; Tom Clancy's Rainbow Six; Twisted Metal. კონსოლზე თამაშები გაეშვება 720p ან 480p გაფართოებით, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის დისპლეიზე. კავშირისთვის ექნება HDMI. მომხმარებლები ვერ გამოიყენებენ DualShock 4-ს ან PlayStation-ის, PlayStation 2-ისა და PlayStation 3-ის კონტროლერებს: PlayStation Classic-ს აქვს მხოლოდ საკუთარი გეიმპადების მხარდაჭერა. კონსოლს არ აქვს ფუნქცია System Link (რამოდენიმე კონსოლის ერთად დაკავშირების ფუნქცია). PlayStation Classic-ის მფლობელის განკარგულებაში იქნება მეხსიერების ბარათების 15 სლოტი. კვებას რაც შეეხება, ამისთვის გათვალისწინებულია USB მინიმუმ 1A სიმძლავრით. კონსოლის მენიუ ამგვარად გამოიყურება: (იხ.ფოტო) https://3dnews.ru/978746 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.