Magdalena Posted November 26, 2018 Share Posted November 26, 2018 დღესდღეობით, ბრაუზერში ათეულობით საიტის ერთდროულად გახსნა ნორმას წარმოადგენს უამრავი ადამიანისთვის. თავისთავად, ამისათვის საჭიროა მძლავრი კომპიუტერი, თუმცა მთავარი პრობლემა სხვა საკითხში მდგომარეობს. Chrome-ში გარკვეული რაოდენობის საიტების ერთად გახსნის შემდეგ ისინი ერთმანეთისაგნ აღარაფრით განირჩევა - აღარ ჩანს საიტის ლოგოები. ამიტომ, კომპანია Google-მა გადაწყვიტა გამოუშვას ფუნქცია, როგორიც უკვე აქვს Firefox-ს. უკვე დადასტურდა, რომ კომპანია გეგმავს ამ ფუნქციის დამატებას. მისი საშუალებით ზომაში აღარ შემცირდება გახსნილი საიტების მაჩვენებლები. ჩანართებს იხილავთ ჩვეულებრივი ჩასქროლვით. ასევე, სისტემას ექნება შესაძლებლობა - ცალკე გამოიყოს რამოდენიმე თაბი. მსგავსი ფუნქციის მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან დიდი ხანია არსებობდა და როგორც ვხედავთ, მოთხოვნა შესრულდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაემატება ბრაუზერს მსგავსი შესაძლებლობა. შესაძლოა, რომ მას დანერგავენ Chrome 71-ში, რომელიც დეკემბერში გამოვა, თუმცა ეს ჯერ ცნობილი არ გახლავთ. ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი საშუალებაა ის, რომ განისაზღვროს გახსნილი საიტების მაჩვენებლების მინიმალური სიგანე მიუხედავად ეკრანის ზომისა. ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩანდეს თუნდაც საიტის დასახელების მცირე ნაწილი ან ლოგოტიპი მაინც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე Firefox-საც არ ჰქონდა მსგავსი ფუნქცია, მისი რეალიზება მოხდა გაფართოების შედეგად, დღესდღეობით კი იგი საიტის ტრადიციულ ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, ფლაგინები, რომლებიც აადვილებს მუშაობას ჩანართებთან, ყველა ბრაუზერშია, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყენებს ჩასქროლვის შესაძლებლობას ან რაიმე მასზე უფრო ხელსაყრელ საშუალებას. https://3dnews.ru/978648 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted November 26, 2018 Share Posted November 26, 2018 აუ ძაან ცუდი ფუნქციაა, რა ჩასქროლვა, დავიტანჯები ხოლმე, ეგეთი რამე ასარჩევად უნდა იყოს, იმედია იქნება სეთინგებში ეგ ოპცია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.