Magdalena Posted November 24, 2018 Share Posted November 24, 2018 კომპპანია Jaguar Land Rover-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის პრემიუმ-ქროსოვერი Range Rover Evoque, რომელსაც აქვს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და სმარტ-სისტემები. ავტომობილი შექმნილია წამყვანი არქიტექტურის - Premium Transverse Architecture (PTA)-ს ბაზაზე. ეს არქიტექტურა შემუშავებულია სპეციალურად ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებისთვის. ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ორ ვარიანტად: ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება ბენზო-ელექტრულ პლატფორმაზე, მეორე კი - ტრადიციული ბენზინის ან დიზელის ძრავით. სიმძლავრე დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. სისტემა Adaptive Dynamics, რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ სენსორებსა და რეგულირებად ამორტიზატორებს, აანალიზებს საგზაო პირობებს ყოველ 100 მილიწამში. სისტემა მუდმივად ახდენს ამორტიზატორების ადაპტირებას იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა გზის საფარი, რათა განპირობებულ იქნას მაქსიმალური კომფორტი მართვისას/მგზავრობისას. ქროსოვერს აქვს საფირმო სისტემა Terrain Response 2, მისი საშუალებით მძღოლს შეუძლია აირჩიოს ოთხი რეჟიმიდან სასურველი („კომფორტი“, „ქვიშა“, „ბალახი-თოვლი“, „ტალახი“), ასევე შესაძლებელია მართვა ავტომატურ რეჟიმში. ახალი Range Rover Evoque - ეს არის პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც წარმდგენილია ტექნოლოგიით „გამჭვირვალე კაპოტი“ - Ground View. ამ სისტემაში გამოიყენება კამერები, რომლებიც განთავსებულია რადიატორის ჩარჩოებსა და გვერდით სარკეებში: იქმნება გამოსახულება ცენტრალურ სენსორულ ეკრანზე, რათა მძღოლს შეეძლოს ნახვა, თუ რა ხდება კაპოტის წინ და ქვეშ - 180 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ქროსოვერს აქვს Touch Pro Duo მულტიმედია. იგი მოიცავს ორ 10-დუიმიან სენსორულ ეკრანსა და პროექტირებად დისპლეის. სისტემები - Apple CarPlay და Android Auto ამყარებენ კავშირს სმარტფონის საშუალებით, 4G/Wi-Fi როუტერი უზრუნველყოფს წვდომას ინტერნეტთან, InControl Remote რესურსის საშუალებით კი შესაძლებელია დაკავშირება ავტომობილიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ახალი ქროსოვერი გახდა Land Rover-ის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს Smart Settings ტექნოლოგია, რაშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე არსებული ალგორითმები: მისი საშუალებით ხდება მძღოლის ჩვევებისა და მისთვის მოსახერხებელი პირობების შესწავლა-განსაზღვრა. გათვალისწინებულია უსაფრთხოების ფართო სისტემა: Lane Keep Assist - სამოძრაო ზოლის მიმართულების შენარჩუნება, Autonomous Emergency Braking - ავტონომიური ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა და Driver Condition Monitor - მძღოლის დაღლილობის განმსაზღვრელი კონტროლის დონეები. ქროსოვერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/978613 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.