Jump to content

Night Shark RGB – ახალი კორპუსი Sharkoon-ისგან


Recommended Posts

Sharkoon-მა წარადგინა ახალი კორპუსი Night Shark RGB, რომლის ფასი 90 ევროა. კომპლექტში შედის სამი ფერადი ვენტილატორი. უკანა პანელი გამოწრთობილი მინისაა, კვების ბლოკი განთავსებულია ზედა ნაწილში. აქვს სივრცე 7 ბარათისთვის. წონა 8,44 კილოგრამია. გაბარიტები - 50 х 21 х 47 სმ. მოწყობილობა კუთხოვანია, არ აქვს არანაირი მომრგვალება გვერდებზე. 

მარჯვენა გვერდით პანელზე ჰექსაგონალური ჭრილებია ჰაერისთვის. ჩამრთველი ღილაკი და კონექტორები განთავსებულია თავსახურზე. კორპუსში პრეზენტაციის დროს გამოყენებული იყო შემდეგი კომპონენტები: 

Asrock 970 Pro3 R2.0 

AMD FX-6300 Black Edition 

Corsair Value Select RAM 8 GB 

Cooler Master MasterLiquid ML120L RGB 

MSI Radeon R9 270X GAMING 2G 

Samsung 850 EVO 250GB 

Seagate 1TB HDD 

თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს 240 მილიმეტრიანი წყლით გაგრილების რადიატორი. RGB განათების კონტროლი შესაძლებელია Asus Aura Sync-ის, Gigabyte RGB Fusion-ის ან MSI Mystic Light Sync-ის მეშვეობით. თავად Sharkoon-ს აქვს RGB განათების შვიდი სქემა. 

მოწყობილობა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ფასდება, ამასთან, არ არის ძვირი იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონკურენტები - მსგავსი ფუნქციონალებითა და განათებით - 110 ევროზე ნაკლები არ ღირს. მისი ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ მყარი დისკი განთავსებულია კვების ბლოკთან ერთად კორპუსის ზედა ნაწილში. 

image.pngimage.pngimage.pngimage.pngimage.pngimage.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.