Magdalena Posted November 21, 2018 Share Posted November 21, 2018 Sharkoon-მა წარადგინა ახალი კორპუსი Night Shark RGB, რომლის ფასი 90 ევროა. კომპლექტში შედის სამი ფერადი ვენტილატორი. უკანა პანელი გამოწრთობილი მინისაა, კვების ბლოკი განთავსებულია ზედა ნაწილში. აქვს სივრცე 7 ბარათისთვის. წონა 8,44 კილოგრამია. გაბარიტები - 50 х 21 х 47 სმ. მოწყობილობა კუთხოვანია, არ აქვს არანაირი მომრგვალება გვერდებზე. მარჯვენა გვერდით პანელზე ჰექსაგონალური ჭრილებია ჰაერისთვის. ჩამრთველი ღილაკი და კონექტორები განთავსებულია თავსახურზე. კორპუსში პრეზენტაციის დროს გამოყენებული იყო შემდეგი კომპონენტები: Asrock 970 Pro3 R2.0 AMD FX-6300 Black Edition Corsair Value Select RAM 8 GB Cooler Master MasterLiquid ML120L RGB MSI Radeon R9 270X GAMING 2G Samsung 850 EVO 250GB Seagate 1TB HDD თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს 240 მილიმეტრიანი წყლით გაგრილების რადიატორი. RGB განათების კონტროლი შესაძლებელია Asus Aura Sync-ის, Gigabyte RGB Fusion-ის ან MSI Mystic Light Sync-ის მეშვეობით. თავად Sharkoon-ს აქვს RGB განათების შვიდი სქემა. მოწყობილობა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ფასდება, ამასთან, არ არის ძვირი იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონკურენტები - მსგავსი ფუნქციონალებითა და განათებით - 110 ევროზე ნაკლები არ ღირს. მისი ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ მყარი დისკი განთავსებულია კვების ბლოკთან ერთად კორპუსის ზედა ნაწილში. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22164/night-shark-rgb--novyj-korpus-ot-sharkoon Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.