Jump to content

ცნობილი გახდა ASUS ZenFone Max Pro M2-ის მახასიათებლები: Xiaomi Mi A2-ს კონკურენტი გამოუჩნდა


Recommended Posts

პირველი წელი არ გახლავთ, რაც ბიუჯეტური და საშუალობიუჯეტური სმარტფონების სეგმენტში კომპანია Xiaomi დომინირებს. თუმცა, მიმდინარე წელს ჩინური გიგანტის პოზიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კომპანია ASUS-მა წარადგინა მოდელი ZenFone Max Pro M1, რომელიც ბევრ საკითხში აღემატება Redmi Note 5-ს. ახლა კი ტაივანური კომპანია უკვე ემზადება ახალი სმარტფონის წარსადგენად, რომელსაც ასევე არანაკლებ დიდი დასახელება აქვს - ASUS ZenFone Max Pro M2. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა მისი ტექნიკური მახასიათებლები და პირველი რენდერი. 

image.jpeg

გავრცელებული ფოტო მეტად ცუდი ხარისხისაა, თუმცა, როგორც ჩანს, სმარტფონი ვიზუალურად წააგავს ფლაგმანურ ZenFone 5Z-ს. მაშ ასე: ASUS ZenFone Max Pro M2-ს ექნება 6-დუიმიანი Full HD+ დისპლეი მცირე ზომის ჭრილით. რენდერი გამოჩნდა ვებ-გვერდ XDA-Developers-ზე, რაც თითქმის 100 %-ით ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში სმარტფონი ზუსტად ამგვარი იქნება. 

image.jpeg 

ASUS ZenFone Max Pro M2-ს ექნება Qualcomm Snapdragon 660 პროცესორი და ოპერაციული სისტემა Android-ის სუფთა“ ვერსია. ასე რომ Xiaomi-ს შეფიქრიანება ელის Mi A2 მოდელის პოზიციასთან დაკავშირებით. სმარტფონს ექნება 4/64 ან 6/128 გიგაბაიტი  მეხსიერება, კონფიგურაციის შესაბამისად. გარდა ამისა, ექნება სამი ძირითადი კამერა. კონფიგურაციები, ფასი და სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობი რჩება. ASUS ZenFone Max Pro M2-ის პრეზენტაცია დაგეგმილია 2018 წლის 11 დეკემბრისთვის. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.