Magdalena Posted November 20, 2018 Share Posted November 20, 2018 ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტების სიაში XRP ტოკენებმა მეორე ადგილი დაიკავა ბაზრის კაპიტალიზაციის დონის მიხედვით. XRP-მ შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Ethereum-ი, ამასთან, როგორც ბევრი ექსპერტი პროგნოზირებს, მან შესაძლოა დაიკავოს Bitcoin-ის წამყვანი პოზიცია. სპეციალისტების აზრით, XRP ხელს უწყობს flipping-ს (სიტუაცია, რომლის გამოც Bitcoin-ი კარგავს დომინანტობას კრიპტობაზარზე). BTC 14 ნოემბრიდან 13%-ით გაიაფდა, ამავე პერიოდში XRP-მ გაცილებით ცოტა დაკარგა - 7 %-ზე ნაკლები, ასე რომ ამ ორ აქტივს შორის კაპიტალიზაციის თვალსაზრისით სხვაობა მცირდება. კრიპტოკომპანია Onchain Capital-ის დამფუძნებელი Ran Neu-Ner-ი თვლის, რომ Bitcoin-ისა და Bitcoin cash-ის მფლობელებმა უნდა გაყიდონ თავიანთი კოინები და ამ თანხით XRP შეიძინონ. ნოინერმა ინვესტორებს შორის ჩაატარა კენჭისყრა საკითხზე, თუ რომელი კრიპტოვალუტაა ყველაზე პერსპექტიული: XRP-მ მიიღო 2000 ხმით მეტი, ვიდრე Bitcoin-მა. ავსტრალიელი ბიზნესმენი ქრეიგ რაიტი (Craig Rait) ამტკიცებს, რომ XRP-ს ტოკენები ფასიანი ქაღალდებია და მათ ყიდულობენ მხოლოდ გაყიდვიდან მიღებული მოგების მიზნით. თუკი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია XRP-ს ოფიციალურად მიანიჭებს ფასიანი ქაღალდის სტატუსს, ეს გამოიწვევს ტოკენების მასიურ გაყიდვებს და, შესაბამისად, კურსის მკვეთრ ვარდნას. XRP-ს, როგორც Bitcoin-ის „მკვლელის“ პოტენციალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმის გამო, რომ მას არ აქვს აქვს ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული სისტემა. ქსელს მართავს კომპანია Ripple, თავად ბლოკჩეინი კი წარმოადგენს საბანკო ტრანსფერების უფრო სწრაფ და იაფ ალტერნატივას. კრიპტოსამყაროს აზრები XRP-ს შესახებ ორადაა გაყოფილი: ნაწილი დარწმუნებულია ციფრული აქტივების საიმედო მომავალში, ნაწილი კი მას ფიასკოს უწინასწარმეტყველებს. ვინ აღმოჩნდება მართალი - ამას დრო აჩვენებს, თუმცა, ფაქტია, რომ XRP-ს ამჟამინდელი წარმატება სახეზეა. ჩვენი მხრივ, დავამატებთ, რომ Overclockers GE არ გასცემს რეკომენდაციას რომელიმე კრიპტოვალუტის შესყიდვის ან გაყიდვის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ XRP ტოკენი და ის ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს საფინანსო ინსტიტუტებში შიდა ბლოკჩეინის სახით, ერთმანეთთან დაკავშირებული არაა და ხშირად, XRP ტოკენის ფასის ზრდა Ripple-ის ახალი პარტნიორული შეთანხმებების პარალელურად, სპეკულაციური მოვლენაა. https://cryptonovosti.com/xrp-mozhet-operedit-bitcoin-po-urovnyu-kapitalizaczii-ryinka/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 20, 2018 Share Posted November 20, 2018 ჯერ ბევრი უკლია მაინც მაქამდე : https://www.coingecko.com/en ოთხმაგი სხვაობაა ჯერ კიდევ, მაგრამ ბიტკოინი ძალიან ცუდ დღეშია და 20 მილიარდი დაკარგა 3 დღეში კაპიტალიზაცია, იძახიან შეიძლება 1500$-მდეც კი ჩამოქვეითდესო შემდეგი წლის ბოლომდე და მარტო მერე დაიწყოს ისევ გამოჯამრთელება კურსმა, აი ეთერეუმს კი გადაუსწრო უკვე ნამდვილათ მაგრამ ეგ ალტკოინი ბიტკოინზე უფრო ცუდ დღეშია დაჟე ამ ეტაპზე და 81% დაეცა უკვე კურსი წელს, 135$ უკვე კურსი ჩამოსული, ბიტკოინი კი 4500$ უახლოვდება 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
it19 Posted December 24, 2018 Share Posted December 24, 2018 xrpიმ თუ btcს კაპიტალიზაციით გადაუსწრო და დაიკავა კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის 50% ზე მეტი, მივიღებთ იგივე სურათს რაც ტრადიციულ ვალუტებში გვაქვს. ბანკებს თავისუფლად შეეძლებათ კრიპტოვალუტებით მანიპულირება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 24, 2018 Share Posted December 24, 2018 ძალიან ბევრი უკლია მაქამდე რიპლს ჯერ, ეგ კი არა და იძახიან რომ რამდენიმე თვეში შეიძლება ეთერეუმმა ისევ გაუსწროსო რიპლს და დროებითი პრობლემები შეექმნაო მარტო, დიდი სხვაობა კაპიტალიზაციაში არც ეხლაა პრინციპში, თუმცა 1.5$ მილიარდით კი ლიდერობს რიპლი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 24, 2018 Share Posted December 24, 2018 რიპლი არ არის დეცენტრალიზებული და ჭეშმარიტი კრიპტოვალუტა. ცენტრალიზებულია და ინფლაციური. ასე რომ, ვერაფერსაც ვერ მართავენ ბანკები, მიუხედავად იმისა, რომელ ადგილზე იქნება რიპლი CMC-ს ჩარტში. და ისედაც, CMC-ს მარკეტ კაპის ჩარტი რეალურად ძალიან ცრუ სურათია ბლოკჩეინ პროექტების შესახებ. უამრავი პროექტი თითქმის მაქსიმალურ რაოდენობაზეა კოინების, უამრავი შეუზღუდავად გამოსცემს ახალ ერთეულებს და შესაბამისად, ჩარტის თავში არიან. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 24, 2018 Share Posted December 24, 2018 მაგ ყველაფრიდან გამომდინარე თუ ბიტკოინმა ისევ დაიწყო ზრდა ეთერეუმი იდეაში უფრო სწრაფათ უნდა გაიზარდოს ვიდრე რიპლი, მაგის პირველი პრიზნაკები უკვე გამოჩნდა + 12 იანვარს ეთერეუმის ხარდფორკია დანიშნული კონსტანტინოპოლი და მანამდე შეიძლება კიდე გაიზარდოსო მაგ კოინის ფასი და მაგის შემდეგაც, აიმიტომ ისევ 200$+ თუ გაცდა სულ მცირე არავის გაუკვირდება მარტამდე, გუშინ უკვე იყო ასული 161$-მდე მაგრამ ეხლა დაეცა 138$, თუმცა 80$ რაც იყო მაგდენზე უკვე აღარ ჩამოსულა ჯერ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 25, 2018 Share Posted December 25, 2018 რიპლთან კიდევ ერთი პრობლემაა. ის ტექნოლოგია, რასაც რიპლი ბანკებში იყენებს არის პრაივით ბლოკჩეინი და არაფერ კავშირში არაა XRP ტოკენთან თუმცა, ხალხის 95%-ს, რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ XRP ტოკენი გამოიყენება ბანკების მიერ და ყიდულობენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.