Magdalena Posted November 19, 2018 Share Posted November 19, 2018 პორტალ Thurrott-ზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მომავალ წელს Microsoft-ი გამოუშვებს Xbox One-ის ახალ მოდელს, რომელიც წარმოდგენილი იქნება დისკის წამკითხველის გარეშე. პორტალიდან ცნობილი გახდა, რომ ახალი მოდელი დაფუძნებული იქნება ორიგინალ Xbox One S-ზე და ექნება ანალოგიური ფორმ-ფაქტორი. ამგვარი კონსოლის გამოშვების მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ შემცირდეს საწარმოო დანახარჯები და უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიქციოს Xbox-ის ეკოსისტემამ, რადგან სისტემის ღირებულებაც შემცირდება. წინასწარი მონაცემებით, მისი ფასი 200 დოლარი იქნება, რაც ცხადია, არ არის ძვირი. გარდა ამისა, Thurrott-ზე მოცემულ ანგარიშში მითითებულია, რომ იგეგმება პროგრამა “disc-to-digital”-ის გაშვება, რაც დისკის ასლების მფლობელებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ზოგიერთი თამაშის კონვერტირება ციფრულ ლიცენზიაზე. პროგრამა ამოქმედდება 2019 წლის გაზაფხულიდან. დისკის წამკითხველის გარეშე წარმოდგენილი Xbox One-ის გაყიდვაც 2019 წლიდანაა მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნულია, რომ Microsoft-მა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ექნება თუ არა Xbox-ის შემდგომი თაობის კონსოლებს დისკის წამკითხველი. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ჭორების დონეზე იმყოფება. https://3dnews.ru/978339 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.