Jump to content

Huawei-ს სმარტფონები სამომავლოდ შეიძენენ საფირმო ხმოვან დამხმარეს


Recommended Posts

რიჩარდ იუმ (Richard Yu) – Huawei-ს სამომხმარებლო ბიზნეს-ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს საკუთარი ხმოვანი ასისტენტით. 

image.jpeg

 

ფოტო: Bloomberg 

ჩინეთში Huawei-ს მოწყობილობებში გამოიყენება ინტელექტუალური დამხმარე Xiaoyi. უფრო კონკრეტულად, ეს ასისტენტი გამოყენებულია რამოდენიმე სმარტფონსა და AI Cube სმარტ-დინამიკებში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ Xiaoyi ხელმისაწვდომი არ გახლავთ. 

როგორც რიჩარდ იუმ აღნიშნა, კომპანია აპირებს გადაინაცვლოს ჩინეთსგარე ბაზრებზეც საკუთარი ხმოვანი დამხმარეს გამოყენების კუთხით. 

„თავდაპირველად ჩვენს სმარტფონებსა და AI Cube დინამიკებში ჩვენ ვიყენებდით Google Assistant-ს ან Amazon Alexa-ს. მეტი დრო გვჭირდება, რათა ავამუშავოთ ჩვენივე სერვისები ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე. პერსპექტივაში, ეს სერვისები ჩინეთის ფარგლებს გასცდება“ - განაცხადა Huawei-ს ხელმძღვანელმა. 

image.jpeg 

ფოტო: Reuters 

ცხადია, რომ გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ, Huawei-ს სმარტ-ასისტენტი კონკურენციას გაუევს ზემოთხსენებულ სისტემებს - Google Assistant-სა და Amazon Alexa-ს. პროექტის რეალიზაციის ვადებთან დაკავშირებით რიჩარდ იუს არაფერი განუცხადებია. 

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, IDC-ის მონაცემებით, კომპანია Huawei-მ მოახდინა 52 მილიონი დივაისის რეალიზება, რაც 14,6%-ს შეადგენს. კომპანია წამყვან მწარამოებელთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება, იგი ჩამორჩება მხოლოდ Samsung-ს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.