Jump to content
Magdalena

Bitcoin-ის ახალმა ვარდნამ გამოიწვია GPU-მაინინგის კრახი. რა გავლენას იქონიებს ეს ვითარება ვიდეო ბარათების ფასებზე?

Recommended Posts

2018 წლის 14 ნოემბერი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც GPU-მაინინგის მასობრივი კრახი. ბიტკოინის კურსი ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ პერიოდში დაეცა 15%-ით, რამაც პანიკა გამოიწვია კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობით ისედაც შეშფოთებულ მომხმარებლებში. ტრადიციულად, ვარდნისთანავე Bitcoin-მა თან გაიყოლა Ethereum-ის, Litecoin-ისა და სხვა კოინების კურსებიც. 
image.jpeg

სწორედ Ethereum-ის კურსის ვარდნა იწვევს მაინერებში განსაკუთრებულ განგაშს, რადგან მასზეა ორიენტირებული მაინინგის ძირითადი ძალა ვიდეო ბარათებზე. ამ დრომდე რაღაც დონის მოგება მაინც ფიქსირდებოდა,  განსაკუთრებით ჯიუტი და შეუპოვარი მაინერები არ ნებდებოდნენ და არ გაჰქონდათ თავიანთი ფერმები გასაყიდად. ახლა კი ვითარება შეიცვალა. 

image.jpeg

Ethereum-ის მაინერების თვიურმა სარგებელმა ნოემბერში ნულოვანი ნიშნული დააფიქსირა. ამას მოწმობს ტრეიდინგ კომპანია Susquehanna-ს მონაცემთა ანალიზი - წერს Cointelegraph. 

image.png

და ახლა, როდესაც მოგება ნულის ტოლია, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მეორადი ბაზრის გადავსებას უზარმაზარი რაოდენობის ვიდეო ბარათებით, განსაკუთრებით NVIDIA Pascal-ით. რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ბარათების ფასებზე, ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება უზარმაზარი უფსკრული ახალ GeForce RTX ბარათებსა და დროსა და საქმეში გამოცდილი NVIDIA Pascal-ის ფასებს შორის.  

Pascal სერიის ვიდეო ბარათებს დიდი შანსი აქვთ, რეკორდსმენები გახდნენ მეორად ბაზარზე. ფასები კი კიდევ უფრო დაეცემა, თუკი მომხმარებლები მასიურად არ დაიწყენებენ მაინინგში გამოყენებული მეორადი ბარათების შეძენას. 

საინტერესოა, რა რეაგირებას მოახდენს ამგვარ ვითარებაზე NVIDIA? საერთო სურათი ასეთია: მოთხოვნა მცირდება, მომხმარებლები აკრიტიკებენ GeForce RTX სერიას ძვირადღირებულობისა და Ray tracing-ის რეალიზაციის ხარისხის გამო, ETH-მაინინგის არამდგრადობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგებიც უკვე სახეზეა.  

https://bit.ly/2Fs2qWg

 

 

 

 

image.png

  • Like 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Share this post


Link to post
Share on other sites

დაგერ ჰაშიმოტოზე მაინინგს მე ზაფხულის შემდეგ შევეშვი 0.0005 ბიტკოინამდე რომ დაეცა საშვალო გამომუშავება, ეხლა ყველაზე ეფექტური სკუნკჰაშია და აკეთებს დაახლოებით 0.00075 ბიტკოინს დღეში ჩემ 5 კარტიან რიგზე, მე მაინც ბიტკოინის იმედი უფრო მაქვს ვიდრე ეთერეუმის და მაგაში ვინახავ ყველაფერს, გაზრდით კი ახლო მომავალში არ გაიზრდება ბიტკოინის კურსი, დიდ მატებას უფრო 2022 წლისთვის უნდა ელოდოთ რახან წინა ბუმის ციკლი დასრულდა 2017 წელს და შემდეგის 3-4 წლის შემდეგ იქნებაო მარტო, წინა ციკლზეც ეგეთი პერიოდი დაჭირდა შემდეგი რეზკი კურსის მატებამდე რომელიც 2013 წელს დაფიქსირდა და 2017 წლის ბოლომდე ისეთი დიდი ზრდა აღარ დაფიქსირებულა, მაგრამ მაგ დრომდე მაინინგს რა ეშველება არ ვიცი, ალბათ მარტო ანტიასიკ ალგოებზე დადებს ასე თუ ისე ნორმალურ მოგებას ვიდეოკარტებზე, X16R-ზეც საკმაოთ გაუჭირდა ბოლო რამდენიმე დღეა, თუმცა სკუნკჰაშზე და HDac ჯერ კიდევ კარგათ გაზავს, ამ ეტაპზე 6500-ან 5500$-მდეა დაცემული ბიტკოინის კურსი, იძახიან რომ შემდეგი წლის შემოდგომამდე შეიძლება ეგ მაჩვენებელი მთლათ განახევრდესო და მარტო მაგის შემდეგ დაიწყება ისევ კურსის ზრდა, რომელი ალტკოინებიც გაუძლებენ მაგ პერიოდს მაგეებზეც გაიზრდება ალბათ კურსი ბიტკოინთან ერთად, დანარჩენები კი დაასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას, ეთერეუმზე კი ათასნაირი ჭორები დადის და ძალიან რთულია ეხლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე სწორი პროგნოზის გაკეთება მაგ ალტკოინზე, ბევრს ეგონა რომ 2000$ კი გაცდებოდა წელს, მაგრამ ლამის 150$ კურსი უკვე ჩამოსული და ერთხელ უკვე დაეცა კიდეც მაგდენზე, ამ ეტაპზე 174$-ზეა კურსი, ჩემ რიგზე 0.0009 ბიტკოინი მაინც რომ გააკეთოს დღეში მაგისთვის საჭიროა მინიმუმ 500$ რომ ღირდეს ეთერეუმი რაც შეიძლება ძალიან დიდხანს აღარ მოხდეს, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს და ეგ ვარნდნები დროებითი მოვლენა გონია, მითუმეტეს ბევრს პირდაპირ ეგ ალტკოინი აქვს ნაყიდი და არ იყო მაინინგში ჩართული, ერთ-ერთი ეგეთი გრძელვადიანი პროგნოზი რომლის ნდობაც რა თქმა უნდა არ შეიძლება ბოლომდე: https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd მანდ კარგათ ჩანს რომ 2019 წელს კიდე უფრო გაუარესდება სიტუაცია, 2020 დაიწყება ისევ ზრდა და ასე 2021 წლის მეორე ნახევარში დაბრუნდება ეხლანდელ კურსამდე დაახლოებით, მაგის შემდეგ მარტო უნდა ველოდოთ სიტუაციის გაუმჯობესებას, ამიტომ ახლო მომავალში ვინც ელოდებოდა დიდ ვირუჩკებს ეგ შეიძლება აღარ მოხდეს, მაგისთვის ძალიან ბევრი რაღაცას უნდა შეიცვალოს და საკმაოთ სწრაფათ, კარგი ETF ზაკონები უნდა დაადგინოს ახლო მომავალში SEC და დიდი ინვესტიციები ჩაიდოს ბიტკოინში, მათ შორის Bitcoin futures-შიც რაც არ ხდება ბოლო პერიოდია, ამ ეტაპზე 100 მილიარდზე ქვემოთაა უკვე ჩამოსული ბიტკოინის კაპიტალიზაცია, 30000-40000$ რომ ავიდეს ბიტკოინის კურსი მაგისთვის საჭიროა ლამის ტრილიარდამდე რომ გაიზარდოს ბიტკოინის კაპიტალიზაცია (ნუ გაათმაგდეს საშვალოთ)  და ეგ ახლო მომავალში არა მგონია მოხდეს (მე თუ მკითხავ თუ მოხდება მარტო 5-6 წლის შემდეგ მარტო ან კიდე უფრო დიდი დრო დაჭირდეს შეიძლება მინიმუმ 30000$ რომ ავიდეს ბიტკოინის კურსი) , მოკლეთ 20000$+ ვინც ელოდებოდა უფრო 2022 წელს უნდა უცადოს და არა 2020-2021, მაგრამ მაგ ბაზარზე შეუძლებელი ნამდვილათ არაფერია ისე სწრაფათ ვნითარდება ხოლმე ხანდახან მოვლენები, ხო რაც შეეხება კარტების ფასებს, იმაზე მეტათ აღარ დაეცემა მემგონი რაც უკვე დაეცა, პირიქით GTX1080Ti-ზე ფასების ზრდა დაიწყო შტატებში და უკვე ეგ კარტა 2080-ზე ძვირი ჯდება ლამის 100$-ით და 850$ ფარგლებში იყიდება ამ ეტაპზე,  ის კი პირიქით გაიაფდა და ფასდაკლებებით იყიდება იგივე ნიუგზე და ამაზონზე დაახლოებით 750$ ფარგლებში, 1080 იგივე მოხდება ალბათ და აიწევს ფასები 500$-ზე ზევით, ანუ რამე დიდ გაიაფებას ნუ ელოდებით მითუმეტეს ამდ ჯერ არაფერი აქვს მაგ დონის გამოშვებული და ვეგები კიდე უფრო ძვირი ჯდება, ზოგადათ რა გაიაფებაზეა საუბარი როცა ნვიდიამ TRX სერიას ეგეთი მაღალი ფასები დაადო ამდ კი ვერაფერი ვერ გამოუშვია ჯერ მაგ დონის, ეხლა ხომ თან ახალი ფიშკაა მოდაში, ანუ დეფიციტი სხვადასხვა კომპონენტებზე და ნაწილებზე რაც იწვევს პროცესორების და ვიდეოკარტების ფასების ზრდას და მეეჭვება ეგ ტენდენცია მაინინგის შემცირებამ შეცვალოდ ისე ძალიან + შტატებსა და ჩინეთს შორის მიდის ეკონომიკური ომი და არცერთი მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას და უკან დახევას, ეგ კი დამატებითი ნალოგების შემოღებას და ფასების გაძვირებას მოიტანს სხვადასხვა სფეროში, ზოგადათ თვითონ ჩინეთს და შტატებს ისე ძალიან მემგონი არც აწყობთ კრიპტოვალუტის აღორძინება და ბიტკოინზე რომ მაღალი კურსი ედოს, ამიტომ ბოლო პერიოდია პირიქით ხელს უშლიან და ატორმუზებენ კრიპტოვალუტის განვითარებას, ეგ აისახება სხვადასხვა ცუდი ზაკონების დადგენით რამაც შეიძლება ჩაძიროს მთლიანათ ეგ სფერო, მაგრამ თუ მართლა ეგეთი კარგი მომავალი აქვს კრიპტოვალუტას და ზოგადათ ბიტკოინს ეგ ტორმუზები დროებითი იქნება და თავისას მაინც მიაღწევს ადრე თუ გვიან ალბათ

ბოლო საინტერესო სტატია ეთერეუმთან დაკავშირებით:

Another Market Crash: Is Ethereum Still Relevant? https://ethereumprice.org/updates/another-market-crash-is-ethereum-still-relevant/ მართალია ძალიან ბევრმა შეაქცია ზურგი ეთერეუმს მაგრამ ძალიან ბევრს ჯერა რომ აღორძინდება მომავალში ეგ ალტკოინი და 2000$ გაცდება კურსი

სიტუაცია რომ გამოსწორდეს მაგისთვის საჭიროა მინიმუმ კურსი რომ 500$ გაცდეს და მერე უფრო შეძლებს ალბათ აღორძინებას, 150-300$-მდე არაფერი ხეირიანი არ გამოვა მემგონი და მაგარი გაუჭირდება შემდგომი ზრდა, მოგების გაზრდა ზოგადათ მაინინგში კი ხდება სისტემატიური ალტკოინების კურსის რეგულარული სტაბილური მატების ხარჯზე (ეგ ფაქტი უკვე შემოწმებული მაქვს კარგათ)  + ალგორიტმი ასიკზე არ უნდა იყოს კიდე (ანტიასიკ ალგო) მარტო მაგ შემთხვევაში დაიწყებს ისევ კარტების მაინინგი აღორძინებას, ეგ ტენდენცია 2017 წელს დაფიქსირდა (+ მაგ დროს ასიკების პრობლემაც არ იყო დიდათ) და შემდეგი ეგეთი ზრდა შეიძლება 2021-2022 მოხდეს მარტო უკვე, მაგრამ ფასების რეზკი დაცემას ნუ ელოდებით ვიდეოკარტებზე, მეეჭვება ეგ რომ მოხდეს დაჟე მთლათ რომც ჩაკვდეს მაინინგი და მე რატომღაც მეეჭვება რომ ეგ მოხდება, მაინც მაქვს იმედი სიტუაციის გამოსწორების, ჩემი აზრით ყველაზე რთული პერიოდი მაგ მხრივ შემდეგი წელი იქნება, მაგის შემდეგ წესით უნდა დაიწყოს ისევ აღორძინება მაინინგმაც და ალტკოინებმაც, ასიკით მაინინგი კი ავანტიურას უფრო გავს სწრაფი ვირუჩკის გაკეთება ვისაც სურს და არავინ იცის მაგხელა მოგება რამდენი ხანი დარჩება სულ ბოლო ალტმაინერებზეც კი 4000$+ რომ ჯდება და დღეში 15-25$-მდე აკეთებს ლამის მოგებას, არ ვიძახი რომ მაგ 4000$ ვერ ამოიღებ მაგრამ გარანტირებული არაფერია არც ასიკებით მაინინგის შემთხვევაში, ანუ რა გამოდის ვითომ თვეში 1000$ არტყამს მოგება და 4 თვეში პლიუსში უნდა გაგიყვანოს, მაგრამ შეიძლება მაქამდე ან სული გაძვრეს ან კიდე დაეცეს საკმაოთ დღიური ვირუჩკა, დენს თითქმის ორჯერ უფრო მეტს წვავს ვიდრე 5-6 ვიდეოკარტიანი რიგი + უფრო ხმაურიანია სახლში ვისაც უნდა დაყენება, ისე კი ბიტკოინის კურსის განახევრებამ შეიძლება მართლა მთლიანათ მოსპოს ვიდეოკარტებით მაინინგი, თუმცა თუ 5000$ არ ჩამოცდა კურსი საგანგაშო არაფერია, მითუმეტეს შემდეგომში თუ ისევ 20000$ გაცდა რამდენიმე წლის შემდეგ მაინც, პროგნოზები საკმაოთ ცუდია მაგრამ ბოლოს მაინც კარგი ციფრები უწერიათ ბიტკოინზე, ხო ისე თუნდაც ნაისჰაშზე აქტიური მაინერების რიცხვი ჯერაც კი საკმაოთ ბევრია https://www.nicehash.com/algorithm ამიტომ ჯერ კიდევ საკმარისზე მეტი ინტერესია დარჩენილი ვიდეოკარტებით და ასიკ მაინინგის, ყველაზე პოპულარული მაინც დაგერ ჰაშიმოტო და ეთერეუმი რჩება, როგორც ჩანს ბევრს ჯერ კიდევ ძალიან დიდი მოლოდინები აქვს მაგ ალტკოინის, ვიდეოკარტებში კი კრიპტონაიტ ალგოებია და X16R ყველაზე პოპულარული, მაგრამ ნელ-ნელა სკუნკჰაშიც იკრიბავს ძალებს, 250000 აქტიური მაინინგ რიგი სახუმარო საქმე არაა, მანდ მილიონზე მეტი კარტა მაინც იქნება გაერთიანებული და ეგ მარტო ნაისჰაშზეა მაგდენი, სხვა უზარმაზარი პულებიც არსებობენ მსოფლიოში სადაც მაგაზე არანაკლები მაინერების რაოდენობაა მოგროვილი უფრო მეტი თუ არა, იგივე ჩინურ და ევროპულ პულებზე, ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, 3000 მეტი ალტკოინია გამოსული უკვე ბიტკოინის და ეთერეუმის გარდა, ამიტომ მაინინგი ეგრე ადვილათ არ მოკვდება და ეხლაც კი საკმაოთ დიდი ინტერესია მაგ სფეროში

Share this post


Link to post
Share on other sites

@George გიო, შენ ხომ არ გახსოვს, ვისგანაც შენი ბარათები იყიდე, იმის ნომერი ან მაიმარკეტის ლინკი? სადღაც დადე ადრე მახსოვს მაგრამ ვერ ვიპოვნე.

1-2 Ti მინდა :დ 

Share this post


Link to post
Share on other sites

მგონი მთლიანათ ამოყიდეს, 1070Ti-1080 ქონდა ბოლოს მარტო დარჩენილი, აბა შევხედავ არის თუ არა კიდე რამე შემორჩენილი, ერთი ორი თვის იკან ჯერ კიდევ ქონდა მახსოვს, მე რომ ვიყიდე ერთ 100 ბარათამდე კიდე რომ ყიდიდა ეგ ფაქტია მაგრამ ბევრათ მეტიც გვქონდაო მაგაზე და დობრათ 1080Ti მაგრამ პირველები ეგენი დაიტაცესო 2200 ლარათ ყიდიდა მაშინ, 1700 ღირდა 1080 და 1600 მგონი 1070Ti, მერე ჩამოწია ნელ-ნელა და ეგ კარტები ბოლოს 850-1000 ლარათ იყიდებოდა და ნამაინინგარი არცერთი არ იყოს, სუნი უდიოდა რომ გავხსენი სულ ცელოფნებში იყო ხელუხლებელი და ახალ ყუთებში

აბა ნახე აქვს კიდე 5 ცალი GTX1070Ti ეგ თუ გინდოდა უფრო ცალი 800 ლარათო https://www.mymarket.ge/ka/product/11668488/MSI+GTX+1070+TI+ARMOR+8+GB++-5+ცალი+გაუხსნელი ქონდა ეგ კარტები მაშინაც და ნამდვილათ ახლები იყო, როგორც ჩანს 1080 გათავებია, არცაა გასაკვირი მაგაზე ფასები გაიზარდა და 950-1000 ლარათ საკმაოთ სერიოზულ არარეფერანსებს ყიდიდა გაუხსნელებს თან, 2 თვის უკან ერთი 3-4 1080 კი ქონდა მახსოვს დარჩენილი, ვაბშე გეიმერები იყიდიდენ თუ შეამჩნია ვინმემ ეგ განცხადება

Share this post


Link to post
Share on other sites

მადლობა. 1100 ლარად ვიშოვნე გიგაბაიტის Aorus-ი იქსტრიმი 3 სლოტიანი ფორუმ.ჯი-ზე. სასწაული ფასებია :D

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...