Jump to content

Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი დრეკადი Infinity Flex დისპლეით


Recommended Posts

ტრადიციულ ყოველწლიურ ივენთზე კომპანია Samsung-მა მოახდინა თავისი პირველი დრეკადი დისპლეის მქონე დასაკეცი სმარტფონის დემონსტრაცია. ახალ  Infinity Flex დისპლეისთან ერთად კომპანიამ დააანონსა სამომხმარებლო ინტერფეისი One UI. 

image.jpeg 

როგორც მოსალოდნელი იყო, Samsung-ა არ წარადგინა სავსებით მზა სმარტფონი, მის ნაცვლად მოხდა პროტოტიპის დემონსტრაცია. გარდა იმისა, რომ დივაისს აქვს დასაკეცი დისპლეი, მას აგრეთვე გააჩნია ჩვეულებრივი ეკრანიც, რომელიც განთავსებულია დივაისი მეორე მხარეს. უფრო კონკრეტულად, დაკეცილი მდგომარეობისას გამოიყენება მცირე, ჩვეულებრივი ტიპის დისპლეი, გახსნისას კი - დიდი.  

Infinity Flex დრეკადი ეკრანი იხსნება ვერტიკალურად, რისი წყალობითაც მომხმარებელი მიღებს მოწყობილობას საკმაოდ დიდი ეკრანით, დაკეცვისას კი იოლად თავსდება ჯიბეში. გახსნილ მდგომარეობაში სმარტფონი გარდაიქმნება პლანშეტად, რომლის დისპლეი 7,3 დუიმის ზომისაა.  

image.jpeg

 

რაც შეეხება One UI ინტერფეისს: Samsung-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა Google-თან, რათა შეექმნა ახალი მოსახერხებელი ინტერფეისი. მისი მთავარი ღირსებაა შესაძლებლობა -  მომხარებელმა დივაისზე იმუშაოს ერთი ხელით, (მოგეხსენებათ, რომ დიდი ზომის დისპლეის მქონე დივაისების მოხმარება გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული) რისთვისაც ყველა საჭირო, აუცილებელი აპლიკაცია განთავსებული იქნება ეკრანის ქვედა ნაწილში. 

image.jpeg 

ამავე დროს, ახალი ინტერფეისი ოპტიმალურად იყენებს დიდი დისპლეის მთელ სივრცეს. როდესაც სმარტფონი გახსნილ მდგომარეობაშია, ინტერფეისი გადადის პლანშეტის რეჟმზე, რაც მეტი მოქმედების თავისუფლებას იძლევა. მაგალითად, One UI მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთდროულად გახსნას სამი აპლიკაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს დიდი დისპლეი.

 

სამწუხაროდ, Samsung-ს არ განუცხადებია, როდის წარადგენს მზა დასაკეც Galaxy სმარტფონს. თუმცა, კომპანია უახლოეს თვეებში მასიური წარმოების დაწყებისთვის ემზადება. დასაკეცი სმარტფონის წარმოება არ წარმოადგენს ადვილ ამოცანას, პირველ რიგში - Infinity Flex დისპლეისთან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით. მაგალითად, Samsung-ს მოუწია დისპლეის მინა ჩაენაცვლებინა კომპოზიტური პოლიმერით. ეს მატერიალი კომპანიის მიერ იქნა შემუშავებული სპეციალურად დრეკადი დივაისისთვის.  

image.jpeg

 

Infinity Flex დისპლეისთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ დისპლეი უნდა იყოს საკმარისად მყარი და საიმედო, რათა გაუძლოს ასიათასობით დაკეცვას მოხმარების მთელ პერიოდში. ამასთან, მისი შესაძლებლობები არ უნდა დეგრადირდეს დროთა განმავლობაში. ამისათვის, Samsung-მა გამოიყენა პლასტიკური წებო, რომელიც საიმედოდ აკავშირებს ერთმანეთთან ყველა კომპონენტს და დივაისის მრავალჯერ დაკეცვა-გახსნის საშუალებას იძლევა. 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.