Magdalena Posted November 7, 2018 Share Posted November 7, 2018 ქსელურმა წყაროებმა აღმოაჩინეს ვადამდელი ინფორმაცია ფლაგმანურ სმარტფონზე - Xiaomi Mi 9-ზე, რომლის ანონსიც შემდეგი წლისთვის იგეგმება. ფოტო: Mi.com ცნობილია, რომ სმარტფონი იქნება ერთ-ერთი პირველი დივაისი Qualcomm Snapdragon 8150 პლატფორმაზე, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ არის წარდგენილი. ხსნებულ 7 ნანომეტრიან ჩიპს - თუკი არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი: მათგან, ოთხი Silver ბირთვი და ორ-ორი ბირთვი Gold და Gold+. პროცესორი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Snapdragon X50 5G მოდემთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერას. ფლაგმანური ჩიპის გარდა, აღსანიშნავია, რომ Xiaomi Mi 9-ს ექნება სამი ძირითადი კამერა, რომლის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს Sony IMX58 გამოსახულების სენსორი 48 მლნ პიქსელით. ამგვარი გადაწყვეტილება 8000 × 6000 გაფართოების მქონე ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. სმარტფონს ექნება ვიდეოგადაღების 4K (4096 × 2160 პიქსელი) ფორმატის მხარდაჭერა სიჩქარით - 90 კადრი წამში. Xiaomi Mi 9-ის შესახებ სხვა სახის მონაცემები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ სმარტფონის ოფიციალური ანონსი დაგეგმილია 2019 წლის პირველი კვარტლისთვის. IDC-ის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, Xiaomi-მ მსოფლიო მასშტაბით 34,3 მილიონი სმარტფონი გაიტანა გასაყიდად. კომპანიის წილმა შეადგინა 9,7 %, რის თანახმადაც Xiaomi მეოთხე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან მწარმოებელთა შორის. https://3dnews.ru/977742 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.