Magdalena Posted October 29, 2018 Posted October 29, 2018 კომპანია Google-მა წარადგინა ინფორმაცია, რომელიც ეხება Android-ის ვერსიების წილს ოქტომბრის თვის მონაცემებით. სამწუხაროდ, უკანასკნელი ვერსია - Android 9 ისევ ვერ მოხვდა სტატისტიკაში. ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას ამ დროისთვის იკავებს Android Oreo 21,5%-იანი მაჩვენებლით. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 2,3 %-ით არის მომატებული. Android Marshmallow ამ დრომდე მეორე ადგილზე იყო, ახლა კი მესამეზე გადაინაცვლა 21,3%-ით. 2016 წლიდან მოყოლებული ლიდერია ოპერაციული სისტემა Android Nougat, ოქტომბრის მაჩვენებლით მისი წილი 28,1 %-ს შეადგენს აქტიურ მოწყობილობებში, თუმცა მოგახსენებთ, რომ სექტემბერში მისი წილი 29,3 % იყო. კიდევ უფრო ძველი Android Lollipop-ი გამოიყენება მოწყობილობების 17,9 %-ში. დივაისების 7,6 % მუშაობს Android KitKat-ზე, Jelly Bean-ის მაჩვენებელია 3 %, Cream Sandwich-ის - 0,3 %, Gingerbread-ისა კი 0,2 %. Android Oreo-მ უფრო მაღალი შედეგი აჩვენა Android Nougat-თან შედარებით გამოჩენიდან ერთ წელში. სავარაუდოა, რომ იგი კიდევ გაიუმჯობესებს პოზიციებს. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/21696/statistika_rasprostranenija_android_za_oktjabr_2018 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.