Magdalena Posted October 29, 2018 Share Posted October 29, 2018 კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის ბოლო აფდეითში დაამატა ფუნქცია, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობდა Apple-ში. საუბარია ამგვარ ფუნქციაზე: შეგიძლიათ მუშაობა დაიწყოთ ერთ მოწყობილობაში და დაასრულოთ მეორეში. თუმცა იგი მოქმედია მხოლოდ კომპანიის კუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში. მარტივად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ გახსნათ რაიმე საიტი Windows 10 Microsoft Edge ბრაუზერში, და საიტის თვალიერება განაგრძოთ Android-ზე ან iOS-ზე. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბრაუზერს Windows-ის მომხმარებელთა მხოლოდ 4% იყენებს. დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული ბრაუზერი Google Chrome-ია, როგორც სმარტფონებში, ასევე პერსონალურ კომპიუტერებში. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მწარმოებლები ამზადებენ სმარტფონებსა და PC-ებს შორის მონაცემთა გაცვლის ფუნქციას. ფუნქციის სახელწოდება იქნება Self Share და, როგორც მოსალოდნელია, იგი გამოჩნდება ყველა მხარდაჭერილ პლატფორმასა და ოპერაციულ სისტემაზე. ამით შესაძლებელი იქნება არა მარტო მონაცემთა სინქრონიზაცია (რაც უკვე არსებობს), არამედ გზავნილების გადაცემა მოწყობილობიდან მოწყობილობაზე. მწარმოებლების თქმით, Self Share უფრო სწრაფი იქნება სინქრონიზაციის კუთხით. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, როდის იქნება ფუნქცია მზად და როდის გახდება ხელმისაწვდომი. მოსალოდნელია, რომ კომპანია მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება მის რეალიზებას, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი ფუნქციის ტესტირებას დიდი დრო დაეთმობა, მომავალში ხარვეზების გამორიცხვის გამო. https://bit.ly/2PrcmCZ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.