Magdalena Posted October 24, 2018 Share Posted October 24, 2018 ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დაიწყო 15,6 დუიმიანი პორტატული კომპიუტერების გაყიდვა. ლეპტოპის დასახელებაა Mi Notebook და იგი წარმოდგენილია თეთრ ფერში. ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. აქვს ციფრული ინტერფეისი HDMI. Xiaomi Mi Notebook-ი მუშაობს მერვე თაობის Intel Core i5 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გიგაბაიტი. ლეპტოპს აქვს მონაცემთა შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა: 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ფლეშ-მოდული და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX110 – 2 გიგაბაიტი მოცულობით. ლეპტოპს აქვს უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, აგრეთვე ქსელური კონტროლერი - Gigabit Ethernet. ასევე, აქვს 3 ვატიანი სტერეო დინამიკები, USB 2.0 და USB 3.0 პორტები და ვებ-კამერა. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. Xiaomi Mi Notebook-ის საორიენტაციო ფასია 660 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/977129 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.