Magdalena Posted October 24, 2018 Share Posted October 24, 2018 კომპანია GIGABYTE მალე წარადგენს გრაფიკული ამაჩქარებლის - GeForce RTX 2080 Ti-ს საკმაოდ საინტერესო ვერსიას. რესურსი VideoCardz-ი იტყობინება, რომ ტაივანური მწარმოებელი ამზადებს ვიდეობარათს - Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce. ახალი ვიდეო ბარათის მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს წყლის ბლოკებიანი გაგრილების სისტემა. სისტემას აქვს მონიკელებული სპილენძის ფუძე, რომელიც ახდენს GPU-ს სითბოს გაფანტვას. აქვს აგრეთვე მეხსიერების მიკროსქემები და კვების ქვესისტემის ელემენტები. ზედა ნაწილი აკრილისაა და აქვს RGB განათება. PCB დაფის უკანა მხარეს მიმაგრებულია გამაძლიერებელი ფირფიტა. ვიდეო ბარათი Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce აწყობილია ისეთვე PCB დაფაზე, როგორზეც Aorus GeForce RTX 2080 Ti Extreme მოდელი. ეს კი ნიშნავს, რომ ბარათს ექნება კვების გაძლიერებული ქვესისტემა: 16 ფაზიანი - GPU-სთვის და 3 ფაზიანი - მეხსიერებისთვის. დამატებითი კვებისთვის ბარათს აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი. ვიდეო ბარათი ქარხნული ოვერქლოქინგითაა წარმოდგენილი. NVIDIA TU102 გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე გაზრდილია 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე. ასევე გაიზარდა მეხსიერების სიხშირე 1750-დან 1767 მეგაჰერცამდე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არც ერთ სხვა GeForce RTX 2080 Ti ვიდეობარათს არ აქვს ამ დონეზე აჩქარებული ოპერატიული მეხსიერება ქარხნულად. Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce ვიდეო ბარათს აქვს რამოდენიმე პორტი: სამი HDMI 2.0b და DisplayPort 1.4, აგრეთვე VirtualLink. GIGABYTE Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce ვიდეო ბარათის რეკომენდირებული ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. ამ დროისთვის მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 1500 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 1946,83 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით). https://3dnews.ru/977137 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.