Jump to content

Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce: GIGABYTE ამზადებს ვიდეო ბარათს წყლის ბლოკებით


Recommended Posts

კომპანია GIGABYTE მალე წარადგენს გრაფიკული ამაჩქარებლის - GeForce RTX 2080 Ti-ს საკმაოდ საინტერესო ვერსიას. რესურსი VideoCardz-ი იტყობინება, რომ ტაივანური მწარმოებელი ამზადებს ვიდეობარათს - Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce. 

 

image.jpeg

 

ახალი ვიდეო ბარათის მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს წყლის ბლოკებიანი გაგრილების სისტემა. სისტემას აქვს მონიკელებული სპილენძის ფუძე, რომელიც ახდენს  GPU-ს სითბოს გაფანტვას. აქვს აგრეთვე მეხსიერების მიკროსქემები და კვების ქვესისტემის ელემენტები. ზედა ნაწილი აკრილისაა და აქვს RGB განათება. PCB დაფის უკანა მხარეს მიმაგრებულია გამაძლიერებელი ფირფიტა. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce აწყობილია ისეთვე PCB დაფაზე, როგორზეც Aorus GeForce RTX 2080 Ti Extreme მოდელი. ეს კი ნიშნავს, რომ ბარათს ექნება კვების გაძლიერებული ქვესისტემა: 16 ფაზიანი - GPU-სთვის და 3 ფაზიანი - მეხსიერებისთვის. დამატებითი კვებისთვის ბარათს აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი ქარხნული ოვერქლოქინგითაა წარმოდგენილი. NVIDIA TU102 გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე გაზრდილია 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე. ასევე გაიზარდა მეხსიერების სიხშირე   1750-დან 1767 მეგაჰერცამდე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არც ერთ სხვა GeForce RTX 2080 Ti ვიდეობარათ არ აქვს ამ დონეზე აჩქარებული ოპერატიული მეხსიერება ქარხნულად.

image.jpeg 

Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce ვიდეო ბარათს აქვს რამოდენიმე პორტი: სამი HDMI 2.0b და DisplayPort 1.4, აგრეთვე VirtualLink. 

image.jpeg 

GIGABYTE Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce ვიდეო ბარათის რეკომენდირებული ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. ამ დროისთვის მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 1500 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 1946,83 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით).  

  • Like 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.