Jump to content

Tesla-მ დაიწყო შედარებით მცირე ღირებულების მქონე Model 3 ელექტრომობილების გამოშვება


Recommended Posts

კომპანია Tesla-მ დააანონსა, რომ გამოუშვებს ელექტრომობილ Model 3-ის საშუალო გარბენის მქონე ვერსიას, რომელიც შედარებით იაფი იქნება Model 3 Long Range-თან შედარებით. 

  

image.jpeg 

როგორც ილონ მასკმა განაცხადა Twitter-ზე, ელექტრომობილის ახალ ვერსიას ექნება ზუსტად ისეთივე აკუმულატორის ბლოკები, როგორიც აქვს ორიგინალ მოდელს - Tesla Model 3 Long Range-ს, თუმცა ახალ ვერსიაში ნაკლებია ელემენტები, რითიც აიხსნება მისი შედარებით დაბალი ფასი და ერთ დამუხტვაზე შესრულებული ნაკლები გარბენი. ორიგინალი მოდელი ერთი სრული დამუხტვის შემდეგ ფარავს 499 კილომეტრს მაქსიმალურ სიჩქარეზე  - 233 კმ/სთ. Model 3-ის ახალი ვერსია კი დაფარავს 418 კილომეტრს მაქსიმალურ სიჩქარეზე - 201 კმ/სთ.  

image.jpeg 

Autopilot-ის გაფართოებული ფუნქციების დამატების შემთხვევაში ელექტრომობილის ფასი კიდევ 5 000 დოლარით გაიზრდება, ისევე როგორც ეს ხდება Tesla-ს სხვა მოდელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ახალი ვერსიის Model 3 წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უკანა წამყვანი ხიდით 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.