Jump to content

Mars 2020 როვერის დაშვების ადგილი წლის ბოლომდე გახდება ცნობილი


Recommended Posts

NASA იტყობინება, რომ სპეციალისტები მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავენ, მარსის რომელ რეგიონში მოხდება Mars 2020-ის დაშვება. 

image.jpeg

Mars 2020 როვერის საფუძველს წარმოადგენს პლატფორმა Curiosity. ახალი მარსმავალი დაკავდება მარსის ასტრობიოლოგიური კვლევებით, შეისწავლის პლანეტის ზედაპირს, გეოლოგიურ პროცესებს და ა.შ. 

პროექტში გათვალისწინებულია დიდი ზომის მარსმავალის აწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება უამრავი სამეცნიერო ინსტრუმენტითა და ფუნქციებით. რობოტს ექნება სპეციალური საბურღი მანიპულატორი და მასალების შესაგროვებელი მილები. 

საერთო ჯამში, როვერზე განთავსებული იქნება 23 კამერა, რომელთაც გამოიყენებენ პანორამული გადაღებებისთვის, გზაზე აღმოჩენილი დაბრკოლებების აღმოჩენისთვის, გარემოს კვლევისთვის და ა.შ. 

image.jpeg

ამ დროისთვის მარსმავალის დაშვების ადგილად განიხილება რამოდენიმე რეგიონი. რამოდენიმე თვეში გახდება ცნობილი საბოლოო არჩევანის შესახებ. როვერის გაშვებისთვის გამოყენებული იქნება რაკეტა Atlas V - მისი გაშვება დაგეგმილია 2020 წლის ივლისში. წითელ პლანეტაზე როვერი 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. 

https://bit.ly/2J8ptDF

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.