Magdalena Posted October 16, 2018 Share Posted October 16, 2018 ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ყურსასმენების რიცხვი, რომელთაც აქვთ Google Assistant-ის მხარდაჭერა. Assistant-ის მხარდაჭერის მქონე ეტალონურ ყურსასმენებად ითვლება Google-ის ბრენდირებული Pixel Buds ყურსასმენები. თუმცა, სუსტი ავტონომიურობისა და მაღალი ღირებულების გამო ამ ყურსასმენებმა ვერ მოიპოვა მყიდველებში დიდი პოპულარობა. ეს ყურსასმენები ფლობენ უნიკალურ ფუნქციებს, ერთ-ერთი ამგვარია Google Translate-თან კავშირი რეალური დროის რეჟიმში. ამ ფუნქციით რომ ესარგებლათ მომხმარებლებს, ამ დრომდე საჭირო იყო ჰქონოდათ Google Pixel სმარტფონი. ახლა კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდა ყველა ყურსასმენისთვის, რომელთაც აქვთ Google Assistant-ის მხარდაჭერა. კომპანიის საიტზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ Google Translate მისაწვდომია ყველა ოპტიმიზირებული ყურსასმენებისა და Android სმატფონებისთვის. სმარტფონისადმი მინიმალური სისტემური მოთხოვნაა, რომ იგი უნდა მუშაობდეს ოპერაციულ სისტემა Android 6.0 Marshmallow-ზე ან მის ზედა ვერსიებზე. ამ დროისათვის შესაძლებელია თარგმა 40 ენაზე. ევროპული ენების პარალელურად, ხელმისაწვდომია აგრეთვე იაპონურიმ ჩინური, ჰინდი, ტაილანდური, თურქული და ვიეტნამური ენები. https://bit.ly/2NM1lau 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted October 16, 2018 Share Posted October 16, 2018 როგორ გავიგო ჩემს ყურსასმენებს შეუძლიათ თუ არა კავშირი? ს8,თავისი აკგ ყურსასმენებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.