Jump to content

ახალი სმარტფონი - Razer Phone 2


Recommended Posts

გასულ წელს გეიმინგ ბრენდმა Razer-მა წარადგინა თავისი პირველი სმარტფონი - Razer Phone. ეს ტელეფონი იყო პირველი, უშუალოდ თამაშებისთვის განკუთვნილი მოდელი. მას შემდეგ გავიდა წელიწადი და დადგა მოწყობილობის განახლების დროც.  11 ოქტომბერს შედგა Razer Phone 2-ის ანონსი. 

დიზაინი 

სმარტფონს აქვს ეკრანის გვერდების კლასიკური თანაფარდობა -  16:9-სთან და არ აქვს ჭრილი (notch). მწარმოებლები შეეცადნენ, რომ კორპუსს თანამედროვე სახე მიეღო. უკანა პანელი ლითონის ნაცვლად ამჯერად მინისაა. ამის წყალობით სმარტფონი თანამედროვედ გამოიყურება და შესაძლებელს ხდის უსადენო დამტენის გამოყენებას. თავად უსადენო დამტენს აქვს RGB განათება. 

image.jpeg 

გეიმინგ მოწყობილობებში ამგვარი განათება ფართოდაა გავრცელებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ცნობილია სახელწოდებით -  Chroma. მწარმოებლის ლოგოტიპი განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს. შესაძლებელია არჩევანის გაკეთება 16,8 მლნ ფერსა და რამოდენიმე ეფექტს შორის. ვარიანტებიდან არის: სტატიკური ფერი, ციკლური გადახვევა, განათების პერიოდული ქრობა.  

IP68 სტანდარტის შესაბამისად, სმარტფონს აქვს წყლისა და მტვრისაგან დაცვა, წყალში 1 მ სიღრმეზე შუძლია გაძლოს ნახევარი საათი. 

ეკრანი 

გამოყენებულია 5,7 დუიმიანი sharp პანელი - IGZO LCD,  განახლების სიჩქარე - 120 ჰერცამდე. გაფართოება - 1440 х 2560 პიქსელი. წინა მოდელისგან განსხვავდება იმით, რომ აქვს დამცავი Gorilla Glass 5 ნაცვლად 3-ისა.  

image.jpeg

ეკრანის ირგვლივ განთავსებულია სტერეოდინამიკები. მათი არსებობითაა გამართლებული საკმაოდ ფართო კიდეები ეკრანის ზედა და ქვედა მხარეს. წინა მოდელთან შედარებით დინამიკების სტერეოეფექტები უფრო ძლიერია, რაც აძლიერებს შეგრძნებებს თამაშის პროცესში. აქვს Dolby Atmos-ის მხარდაჭერა. 

წარმადობა 

წინა მოდელში გამოყენებული Snapdragon 835-ის ნაცვლად, ახალი მოდელი მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე. აქვს გრაფიკული პროცესორი Adreno 630.  

image.jpeg

პროცესორები და კიდევ ზოგიერთი შიდა კომპონენტი გრილდება აორთქლების ბლოკით. გამოყენებულია გრაფენზე (გრაფიტის შრე, რომელიც შედგება კრისტალირებული ნახშირბადისგან, იგი დენს და სითბოს მეტალივით კარგად ატარებს და თანაც გამჭვირვალეა როგორც მინა) დამზადებული მატერიალი, რომელიც კარგად ახდენს სითბოს გაფანტვას. ნანონაწილაკებზე დაფუძნებული თერმული მბლოკავები ამცირებენ გადახურებას. მოკლედ, ახალი პროცესორი და გაგრილების ამგვარი სისტემა გაზრდის წარმადობას 30%-ით - წინა თაობის სმარტფონთან შედარებით.  

კამერები 

ის, რომ სმარტფონი უშუალოდ თამაშებისთვისაა გამიზნული, არ ნიშნავს, რომ უგულვებელყოფილია სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, მაგალითად, ფოტოგრაფიული შესაძლებლობები. წინა თაობის მოდელიც არ იყო სუსტი ამ მიმართულებით, ახალი Razer-ი კი კიდევ უფრო უკეთესია. 

image.jpeg

ორი უკანა კამერა შედგება სტანდარტული მოდულისა და ტელეფოტოსგან (სელფისთვის). ორივე მოდული 12 მეგაპიქსელიანია, გამოყენებულია Sony IMX სენსორები, ასევე აქვს ფაზიანი ავტოფოკუსი და ორტონალობიანი ფლეშ-განათება. ძირითად კამერას აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი, რისი წყალობითაც შესაძლებელია ხარისხიანი ფოტოების გადაღება სუსტი  განათების პორობებშიც. 

ავტონომიურობა 

ბატარეის მოცულობაა 4000 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს სწრაფად დატენვის რეჟიმი QuickCharge 4+, ასევე უსადენო დამტენი. 

image.jpeg

ახალი პროცესორის წყალობით მუშაობის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს. პირველი თაობის Razer Phone მუშაობდა 10 საათი  90 ჰერცამდე განახლების სიხშირეზე. ახალი სმარტფონი ამდენივე ხანს იმუშავებს ახლა უკვე 120 ჰერც სიხშირეზე. 

სმარტფონის ღირებულება იწყება 799 $-იდან. გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.  

https://bit.ly/2QKGEOb

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.