Magdalena

Intel-ი აანონსებს მე-9 თაობის ჩიპებს, „საუკეთესო გეიმინგ პროცესორის“ - Core i9-ის ჩათვლით

Recommended Posts

Intel-ის ახალი თაობის დეკსტოპ პროცესორების ანონსი შედგა კომპანიის საშემოდგომო ივენთზე. კომპანიამ წარადგინა ახალი Core i9-9900K, რომელიც, წარმომადგენლობის თქმით, „საუკეთესო გეიმინგ პროცესორია მსოფლიოში“. I9-9900K-ს აქვს რვა ბირთვი და 16 ნაკადი, ტაქტის საბაზისო სიხშირე 3,6 გჰც-ია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 5,0 გჰც-მდე ტურბო რეჟიმში 

image.jpeg 

Core i9 პროცესორის გარდა, Intel-მა დააანონსა მე-9 თაობის Core i5-ისა და Core i7-ის ახალი მოდელები: 1)  i7-9700K - რვა ბირთვითა და რვა ნაკადით, ტაქტის სიხშირე - 3,6 გჰც (რომლის მომატებაც შესაძლებელია 4,9 გჰც-მდე) და 2) i5-9600K - ექვსი ბირთვითა და ექვსი ნაკადით. მისი საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,7 გიგაჰერცია და მისი გაზრდა შესაძლებელია 4,6 გჰც-მდე. 

მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა ნახტომი გააკეთა მე-9 თაობის წარმოებით, ახალი ჩიპების ბაზას კვლავ 14 ნანომეტრიანი პროცესორები წარმოადგენს, რომელთაც კომპანია იყენებდა ჯერ კიდევ მე-5 თაობის Broadwell ჩიპებში 2014 წელს. მე-9 თაობის ჩიპებისთვის გამოიყენება 14 ნმ++ ტექნოპროცესი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარადგინა მე-8 თაობის Coffee Lake-სთვის. Intel-მა კვლავ სამომავლოდ (სავარაუდოდ მომავალი წლისთვის) გადადო ახალი თაობის 10 ნანომეტრიანი Cannon Lake ჩიპების წარმოება. 

Intel-ი აღნიშნავს, რომ ეს არის მისი პირველი დესკტოპ პროცესორები, რომლებშიც Meltdown Variant 3-ისა და L1 Terminal Fault ბაგების პრობლემა მოგვარებულია აპარატურულ დონეზე. დაცვის მხრივ დანარჩენ საკითხებზე კი პროგრამული უზრუნველყოფა იზრუნებს. 

9th Gen ჩიპების წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია, პროცესორების შეკვეთა შესაძლებელი გახდება 19 ოქტომბრიდან. ფასს რაც შეეხება, Core i9-9900K- ღირებულება 488 $-ა, i7-9700K-ს ფასი იქნება 373 $, i5-9600K-ის შეძენის შემთხვევაში კი 262 $ დაგიჯდებათ. 

Intel-ი გულს არ დაწყვეტს თავის high-end მომხმარებლებსაც: კომპანიამ ასევე დააანონსა Core X სერიის პროცესორების განახლებული ხაზი (პირველად მისი ანონსი 2017 წელს მოხდა): ახალი Core i7 X-Series, Core i9 X-Series და Core i9 Extreme პროცესორები, რომლებიც აგრეთვე აგებულია Intel-ის 14nm++ პროცესზე (თუმცა კვლავ Skylake X დიზაინზეა). პირველი თაობის Core i9 Extreme მოდელს აქვს 18 ბირთვი და 36 ნაკადი. 

და კიდევ: მოხდა Core X სერიის შვიდი ახალი ჩიპის ანონსი, რომლებიც ნოემბერში გამოვა. მათ შორისაა მოდელები: 

Core i9-9980XE – (ზემოთხსენებული Extreme მოდელი) 18 ბირთვით, 36 ნაკადით. ფასი - 1,979 $; 

Core i9-9960X ჩიპები  - 16 ბირთვით, 32 ნაკადით, ფასი - 1,684 $; 

Core i9-9820X – 10 ბირთვით, 20 ნაკადით 889 $-ად; 

Core i7-9800X მოდელი 8 ბირთვითა და 16 ნაკადით - 589 $-ად. 

image.jpeg 

და ბოლოს -  Intel-მა პროფესიონალი მომხმარებლებისთვის დააანონსა პროცესორი Intel Xeon W-3175X -  28 ბირთვითა და 56 ნაკადით. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,1 გჰც-ია (4,3 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით). ეს პროცესორი დეკემბერში გამოვა. მისი ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა, ლოგიკურად, დაბალი ფასი ნამდვილად არ ექნება.  

www.theverge.com

  • Like 1
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now