Magdalena Posted October 6, 2018 Share Posted October 6, 2018 საიტი PC World-ი იტყობინება, რომ სპეციალურად HP Inc.-ის ლეპტოპის „Spectre Folio“-სთვის Intel-ის ინჟინრებმა მოახდინეს 14 ნანომეტრიანი Amber Lake-Y-ის, სისტემური ლოგიკისა და XMM 7560 მოდემის ინტეგრირება. ყველაზე „ცხელი“ კომპონენტების ერთად თავმოყრამ გაამარტივა გაგრილების სისტემის განლაგება, ასევე, შემცირდა დედა დაფის ზომებიც. ლეპტოპის კორპუსში გამოთავისუფლებულ ადგილზე კი შესაძლებელი გახდა იმ ტიპის დამატებითი ბატარეების განთავსება, რომლებსაც არ სჭირდება დატენვა 18 სამუშაო საათის განმავლობაში. Intel-ისთვის კომპონენტების ამგვარი ინტეგრაცია პირველი შემთხვევა არ არის. პირველი: AMD-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა Kaby Lake-G პროცესორები Radeon Vega-ს დისკრეტული გრაფიკით. და მეორე: ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს Intel-ი მუდმივად ცდილობდა თავისი პროცესორებით ფეხის მოკიდებას სმარტფონების სეგმენტში, სპეციალურად შექმნილმა პროგრამა SoFIA-მ ჩინელ პარტნიორებს მისცა მოდემთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მობილურ პროცესორებთან. https://bit.ly/2DZsyXG 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.