Jump to content

Intel-მა ერთ კორპუსში მოათავსა პროცესორი Amber Lake, სისტემური ლოგიკა და LTE-მოდემი


Recommended Posts

საიტი PC World-ი იტყობინება, რომ სპეციალურად HP Inc.-ის ლეპტოპის  Spectre Folio-სთვის Intel-ის ინჟინრებმა მოახდინეს 14 ნანომეტრიანი Amber Lake-Y-ის, სისტემური ლოგიკისა და XMM 7560 მოდემის ინტეგრირება. 

image.jpeg 

ყველაზე „ცხელი“ კომპონენტების ერთად თავმოყრამ გაამარტივა გაგრილების სისტემის განლაგება, ასევე, შემცირდა დედა დაფის ზომებიც. ლეპტოპის კორპუსში გამოთავისუფლებულ ადგილზე კი შესაძლებელი გახდა იმ ტიპის დამატებითი ბატარეების განთავსება, რომლებსაც არ სჭირდება დატენვა 18 სამუშაო საათის განმავლობაში.  

Intel-ისთვის კომპონენტების ამგვარი ინტეგრაცია პირველი შემთხვევა არ არის. პირველი: AMD-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა Kaby Lake-G პროცესორები Radeon Vega-ს დისკრეტული გრაფიკით. და მეორე: ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს Intel-ი მუდმივად ცდილობდა თავისი პროცესორებით ფეხის მოკიდებას სმარტფონების სეგმენტში, სპეციალურად შექმნილმა პროგრამა SoFIA-მ ჩინელ პარტნიორებს მისცა მოდემთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მობილურ პროცესორებთან.  

https://bit.ly/2DZsyXG

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.