Magdalena Posted September 29, 2018 Share Posted September 29, 2018 ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გასაყიდად მზადდება ვირტუალური რეალობის ახალი ავტონომიური ჰედსეტი. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია Oculus Quest-ის VR-გარნიტურის შესახებ, რომელიც გაიყიდება მომავალი წლის გაზაფხულიდან და მისი საორიენტაციო ფასი იქნება 400 $. ეს იქნება Oculus-ის ბრენდის მეორე გარნიტურა. პირველი მოდელი - Oculus Go გაყიდვაში გამოვიდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე. იგი მუშაობს Qualcomm Snapdragon 821-ის პლატფორმაზე და ღირებულება შეადგენს 250 $-ს. სავარაუდოდ, ახალი ჰედსეტი იმუშავებს x86 პლატფორმაზე და საჭირო არ იქნება პერსონალურ კომპიუტერთან კაბელით დაკავშირება. ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა ამ ფუნქციაზე მიუთითებს გარანტირებული მხარდაჭერა ისეთი თამაშებისა, როგორიცაა: Robo Recall, The Climb და Moss, რომელთა გაშვებაც უკვე შესაძლებელია Oculus Rift-ის სადენიანი ვერსიით. Oculus Quest-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ეკრანის გაფართოების შესახებ თითოეული „თვალისთვის“ - ეს არის 1600 х 1440 პიქსელი, რაც მეტია Oculus Go-ს მონაცემებზე (1200 x 1440 პიქსელი). Oculus Quest-ის ჰედსეტის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ არ სჭირდება გარე საბაზო სადგურები, რაც ნამდვილად არ ამშვენებს ოთახს. მას აქვს ოთხი ფართოკუთხიანი კამერა, რომლებიც განთავსებულია ჰედსეტის ოთხივე კუთხეში და უზრუნველყოფს სივრცის ყოველმხრივ თავისუფლად აღქმას. თამაშის დროს მანიპულატორებად Oculus Quest-ის შემთხვევაშიც გამოყენებული იქნება უკვე კარგად ცნობილი Oculus Touch კონტროლერები. როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, სიახლე უზუნველყოფს უკეთეს ვირტუალურ გამოსახულებას, ვიდრე მისი წინამორბედები. overclockers.ru 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.