Magdalena Posted September 21, 2018 Share Posted September 21, 2018 წარმოგიდგენთ Withings Steel HR Sport-ის „ჭკვიან“ საათებს, რომლებიც შექმნილია იმ კატეგორიის მომხმარებელთათავის, ვინც დაკავებულია სპორტით და ეწევა აქტიურ ცხოვრებას. ეს არის ჰიბრიდული გაჯეტი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ დიზაინსა და ინტელექტუალურ ფუნქციებს. მოწყობილობას გააჩნია პატარა OLED დისპლეი, რომელზეც აისახება ინფორმაცია მომხმარებლის აქტივობის შესახებ. საათის საშუალებით შესაძლებელია გულისცემის რიტმის განსაზღვრა, განვლილი ნაბიჯების რაოდენობის დათვლა, დახარჯული (დამწვარი) კალორიების რაოდენობა და სხვა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება, აირჩონ სამი ათეული აქტივობის ტიპი, ჰოკეის, კრივის, თხილამურებით სრიალის და ა.შ. ჩათვლით. Withings Steel HR Sport მოდელის განსაკუთრებული დადებითი მხარე გამოიხატება მისი ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაში: იგი მუშაობს 25 საათის განმავლობაში ბატარეის ერთი დატენვის შემდეგ. სმარტფონთან მონაცემების გაცვლისთვის გამოიყენება Bluetooth Low Energy უსადენო კავშირი. აგრეთვე საუბარია მოწყობილობის თავსებადობაზე ოპერაციულ სისტემა Android 6-თან და მის ზემოთ, ასევე iOS 8-სთან. უნდა აღინიშნოს, რომ საათს არ აქვს საკუთარი თანამგზავრული მიმღები სანავიგაციო სისტემა GPS, ნავიგაციის ფუნქცია რეალიზდება სმარტფონის საშუალებით. Withings Steel HR Sport საათების საორიენტაციო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/975581 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.