Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                    android-oreo.jpg

გამოქვეყნდა უახლესი სტატისტიკა მსოფლიო ბაზარზე ოპერაციული სისტემების სხვადასხვა ვერსიების გადანაწილების შესახებ. რეიტინგში წამყვან პოზიციას კვლავ იკავებს პლატფორმა Nougat (7.0 და 7.1 ვერსიები): მისი წილი ბოლო თვის განმავლობაში არ შეცვლილა და კვლავ 30.8%-ს შეადგენს. 

მეორე ადგილზე იმყოფება ოპერაციული სისტემა Marshmallow 6.0, მაჩვენებლით - 22.7%. შედარებისთვის, წინა თვეებში ეს მაჩვენებელი 23.5% იყო. 

მესამე ადგილი კი, როგორც ამ დრომდე ხდებოდა, ერგო პლატფორმას Lollipop (5.0 და 5.1), თუმცა მისი წილი წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია: 20.4%-დან 19.2%-მდე. 

                                                          3.jpg

ოპერაციული სისტემა Oreo (8.0 და 8.1) აგრძელებს პოზიციების გამყარებას. ივლისში მისი მაჩვენებელი 12.1 % იყო, აგვისტოს მაჩვენებლით კი 14.6 %-მდე გაიზარდა. 

პლატფორმა KitKat 4.4-ზე მოდის ბაზრის დაახლოებით 8,6 % წილი. 3.5%-ს იკავებს ოპერაციული სისტემა Jelly Bean (ვერსიები 4.1, 4.2 და 4.3). მას მოსდევს პლატფორმა Ice Cream Sandwich (4.0.3 – 4.0.4 ) – 0.3%. და Gingerbread (2.3.3 – 2.3.7) ასევე 0.3%. 

ახალი ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie ჯერჯერობით რეიტინგში არ შედის, რაც ნიშნავს, რომ მისი წილი არ აღემატება 0.1 %-საც კი.  

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.