Magdalena Posted August 30, 2018 Share Posted August 30, 2018 ამ დროისთვის კომპანია Thermaltake განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Level 20-ის კორპუსების გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლეს - Thermaltake Level 20 XT- ს (მოდელის კოდია CA-1L1-00F1WN-00) ცოტა რამ საერთო აქვს წინამორბედებთან, მისი ლაკონური გარეგნული სახე და კონფიგურაციის სისტემის მრავალფეროვანი შესაძლებლობები დიდ ყურადღებას მიიპყობენ გეიმერებისა და ენთუზიასტების მხრიდან. კონსტრუქციას გააჩნია 623 მმ სიგრძე, 394 მმ სიგანე, 515 მმ სიმაღლე და იწონის 20,4 კგ-ს. მასალას რაც შეეხება, Level 20 XT-ის დამზადებისთვის გამოიყენება SPCC (commercial quality cold rolled steel) ტიპის ლითონი და ტონირებული მინის ოთხი პანელი, თითოეული 4 მმ სისქისა. კორპუსში საკმარისი სივრცეა ისეთი კომპლექტაციის მოსათავსებლად, როგორებიცაა E-ATX, ATX, Micro-ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფა , ან 400-590 მმ სიგრძის ვიდეო დაფებისთვის, აგრეთვე 220 მმ-იანი ATX-თავსებადი კვების ბლოკისთვის. ვენტილატორებს რაც შეეხება, დაშვებულია 120, 140 და 200 მმ-იანი ზომები. ამასთან, კორპუსის კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი ვენტილატორი ზომებით 140 × 140 × 25, იგი ბრუნავს 1000 ბრუნი/წუთში მუდმივი სიჩქარით და გამოსცემს 16 დეციბელის ტოლ ხმაურს. თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორისთვისაც საკმარისი სივრცეა: წინა პანელთან შესაძლებელია დაყენდეს 360 მმ-იანი ვენტილატორი, უკანა მხარეს - 140 მმ-იანი, ზემოთ, ქვემოთ და გვერდით პანელებზე კი - 480 მმ-იანი. ქულერის სიმაღლემ შესაძლოა მიაღწიოს 250 მმ-ს, ორსლოტიანი ვიდეო ბარათების რაოდენობა - 4. 3.5დუიმიანი მყარი დისკებისთვის გათვლილია მაქსიმუმ 7 ადგილი, 2.5დუიმიანებისთვის კი - მაქსიმუმ რვა. კორპუსს აქვს ორი USB პორტი: USB 3.0 და USB 2.0, და მინი-ჯეკი მიკროფონისა და ყურსასმენებისთვის. ამ სიახლის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: ttpremium.com 200$-ად ან 200 ევროდ, ამერიკული და ევროპული ბაზრების შესაბამისად. https://3dnews.ru/974650 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted August 31, 2018 Share Posted August 31, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.