Jump to content

Thermaltake Level 20 XT — ფართე PC კორპუსი ენთუზიასტებისთვის


Recommended Posts

ამ დროისთვის კომპანია Thermaltake განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Level 20-ის კორპუსების გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლეს  - Thermaltake Level 20 XT- ს (მოდელის კოდია CA-1L1-00F1WN-00) ცოტა რამ საერთო აქვს წინამორბედებთან, მისი ლაკონური გარეგნული სახე და კონფიგურაციის სისტემის მრავალფეროვანი შესაძლებლობები დიდ ყურადღებას მიიპყობენ გეიმერებისა და ენთუზიასტების მხრიდან. 

1.jpg

კონსტრუქციას გააჩნია 623 მმ სიგრძე, 394 მმ სიგანე, 515 მმ სიმაღლე და იწონის 20,4 კგ-ს. მასალას რაც შეეხება, Level 20 XT-ის დამზადებისთვის გამოიყენება SPCC (commercial quality cold rolled steel) ტიპის ლითონი და ტონირებული მინის ოთხი პანელი, თითოეული 4 მმ სისქისა.  

2.jpg

კორპუსში საკმარისი სივრცეა ისეთი კომპლექტაციის მოსათავსებლად, როგორებიცა 

E-ATX, ATX, Micro-ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფა , ან 400-590 მმ სიგრძის ვიდეო დაფებისთვის, აგრეთვე 220 მმ-იანი ATX-თავსებადი კვების ბლოკისთვის.  

ვენტილატორებს რაც შეეხება, დაშვებულია 120, 140 და 200 მმ-იანი ზომები. ამასთან, კორპუსის კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი ვენტილატორი ზომებით 140 × 140 × 25, იგი ბრუნავს 1000 ბრუნი/წუთში მუდმივი სიჩქარით და გამოსცემს 16 დეციბელის ტოლ ხმაურს.  

3.jpg

თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორისთვისაც საკმარისი სივრცეა: წინა პანელთან შესაძლებელია დაყენდეს 360 მმ-იანი ვენტილატორი, უკანა მხარეს - 140 მმ-იანი, ზემოთ, ქვემოთ და გვერდით პანელებზე კი - 480 მმ-იანი. ქულერის სიმაღლემ შესაძლოა მიაღწიოს 250 მმ-ს, ორსლოტიანი ვიდეო ბარათების რაოდენობა - 4.   3.5დუიმიანი მყარი დისკებისთვის გათვლილია მაქსიმუმ 7 ადგილი, 2.5დუიმიანებისთვის კი - მაქსიმუმ რვა. 

4.jpg

კორპუსს აქვს ორი USB პორტი: USB 3.0 და USB 2.0, და მინი-ჯეკი მიკროფონისა და ყურსასმენებისთვის. 

ამ სიახლის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: ttpremium.com 200$-ად ან 200 ევროდ, ამერიკული და ევროპული ბაზრების შესაბამისად.  

 

  • Like 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.