Magdalena Posted August 28, 2018 Posted August 28, 2018 კომპანია Thermalright-მა გამოუშვა ქულერი AXP-100-Full Copper, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შიდა სივრცის მქონე სისტემებისთვის. კონსტრუქცია შედგება სპილენძის ექვსი სითბური მილისგან, რომელთა დიამეტრი 6 მმ-ია, სპილენძისვე ფუძისა და რადიატორისგან. შემადგენლობაში შედის ვენტილატორი 108 x 101 x 14 გაბარიტებით, მისი ბრუნვის სიჩქარეა 900-დან 2500-მდე ბრუნი წუთში. ხმაურის დონე - 22-30 დბ. ქულერის სიმაღლე სულ რაღაც 58 მმ-ია ( 62 მმ-ია სამაგრის ჩათვლით). ამგვარად, ნაკეთობა გამოსადეგია დაბალპროფილიანი კომპიუტერებისათვის. ქულერის გამოყენება შესაძლებელია Intel-ის LGA 775/115/1366/2011/-3/2066-თან, აგრეთვე AMD-ის შემთხვევაში - AM4-თან. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქულერს შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 180 ვატამდე ენერგომოხმარებით. Thermalright AXP-100-Full Copper-ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.