Magdalena Posted August 27, 2018 Share Posted August 27, 2018 როგორც იქნა, Amazon-მა გახადა ერთობლივი სურვილებისა და საყიდლების სია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი საჭიროებები თუნდაც დასასვენებლად ერთად წასვლისთვის ან წვეულების სასაჩუქრე სია, რომლის რედაქტირებაც რამოდენიმე ადამიანს შეეძლება. ივლისის ბოლოს Amazon-მა განაცხადა, რომ ფუნქცია ნელ-ნელა მზადდება, თუმცა კომპანიას არ გაუმხელია როდის მიიღებდა მასზე წვდომას ყველა მომხმარებელი. ადრე მომხმარებლებს უწევდათ სიები გაეზიარებინათ ხალხისთვის, რომ სცოდნოდათ მათი სურვილების შესახებ. ახლა კი სიის თანამონაწილეებს შეუძლიათ დაამატონ ან წაშალონ სიიდან პროდუქტები, გააკეთონ შეთავაზებები ან შეიძინონ პროდუქტი დამოუკიდებლად. მათ ასევე შეეძლებათ საუბარი და მოლაპარაკება ჩამონათვალთან დაკავშირებით, მიიღებენ შეტყობინებებს და შეძლებენ ჩამონათვალის ისტორიის ნახვას. Amazon-ის განცხადების თანახმად, ეს სერვისი დაეხმარება მომხმარებლებს თავი აარიდონ ერთსა და იმავე პროდუქტზე განაცხადის გაკეთებას და ჯამში იდენტური საჩუქრების შეძენა/მიღებას. ფუნქცია უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მისი მიგნება შეგიძლიათ განყოფილებაში „Accounts and Lists” კომპიუტერით სარგებლობისას, სმარტფონის გამოყენების შემთხვევაში კი ფუნქციით - “Your Lists”. როდესაც სიას შექმნით, შეგიძლიათ სხვა პირების მოწვევა ერთობლივი საქმიანობისთვის, თუ მათ აქვთ Amazon-ის ექაუნთი. მოწვევა შესაძლებელია ლინკით ან ელ.ფოსტით. theverge.com Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.