Jump to content

SPACEX-ი ამზადებს NASA-ს ასტრონავტებს კომპანიის კუთვნილი “Dragon Capsule”-თი გასაფრენად


Recommended Posts

                     SpaceX-ს უკვე ჰყავს პირეველი სამგზავრო ეკიპაჟი შერჩეული, გაფრენის თარიღიც დადგენილია, ახლა კი მოვიდა დრო მოამზადონ ასტრონავტები კოსმოსში სამოგზაუროდ. SpaceX-ის პრეზიდენტი გვინ შოთველი (Guynne Shotwell) შეხვდა NASA-ს ოთხ ასტორნავტს, რომელიც პირველები გაფრინდებიან კოსმოსში კომპანიის პირველი სამგზავრო ხომალდით “Dragon”. ეს ხომალდი მზადდება NASA-ს კომერციული პროგრამის ფარგლებში. კომპანიამ ასევე გაასაჯაროვა ის ხელსაწყო-ინსტრუმენტები და აღჭურვილობა, რომლებსაც კოსმონავტები გამოიყენებნ ამ ფრენის პერიოდში. ასტრონავტები უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში იმუშავებენ SpaceX-თან, რათა გასამგზავრებლად მოემზადონ. lgrush_180813_2819_0043.0.jpg

                     კოსმოსურ კაფსულაში მოთავსებულია ორი ცენტრალური სავარძელი კაპიტნისა და პილოტისთვის, ასევე სენსორული ეკრანის ინტერფეისი და ღილაკები, რომლითაც კოსმონავტები იმოქმედებენ ფრენის პერიოდში. ასევე, მათ განკარგულებაში იქნება კაფსულაში არსებული სამი სენსორული ეკრანი, რომელიც უპრობლემოდ მოახდენს რეაგირებას სკაფანდრიდან შეხებითაც კი. ეკრანების მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ფრენის ორბიტალური კვლევა-გაანგარიშება. მთელი პროცესი ძირითადად ავტომატიზირებულია, თუმცა ასტრონავტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა - გადაერთონ ხომალდის ხელით მართვაზე.  

                     არის ერთი საკვანძო და უმნიშვნელოვანესი დეტალიც, ეს არის დიდი სახელური ჩამონტაჟებული კონსოლებს შორის, წარწერით EJECT, რომლის გამოყენების საჭიროებაც ასტრონავტებს არ შეექმნებათ ვიმედოვნებთ. მაგრამ თუკი ხომალდი დაზიანდა, მწყობრიდან გამოვიდა რაიმე, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოუსწორებელი გაუმართაობის შემთხვევაში კოსმონავტებს მოუწევთ ამ სახელურის გამოყენება და სამაშველო მოწყობილობა მათ საფრთხისგან შორს გადაისრვის. Space X-მა დააპროგრამა ბორტკომპიუტერი, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი ნებისმიერი ანომალია, რაც მოითხოვს სასწრაფო გამოსწორებას, ან უკიდურეს შემთხვევაში საჭირო გახდება ეკიპაჟის ევაკუაცია. 

650589main_cargoprev-dragoncapsule.jpg

                    ხომალდი Crew Dragon თითქმის მთლიანად ავტომატიზირებულია. თუკი ფრენისას ყველაფერი წესრიგში იქნა,ასტრონავტებს უმეტესად მოუწევთ უმოქმედოდ ყოფნა და მოგზაურობით სიამოვნების მირება.მიუხედავად ამისა, მათი მომზადება აქტიურად მიმდინარეობს ყველაზე საშინელი სცენარების გათვალისწინებით, რაც ხორციელდება სიმულატორის საშუალებით. ასტრონავტები მზადებას გადიან მასში გაუთვალისწინებელი მოვლენების ეფექტებითაც, როგორიცაა ხანძარი, ჰერმეტულობის დარღვევა და ა.შ. კაფსულის შიგნით არის მზის სინათლის მაგვარი ნათურაც, რომლის განატება ისევე გამოიყურება, როგორც იქნება ნამდვილი მოგზაურობისას. 

top-row-left-to-right-nasa-astronauts-victor-glover-and-mike-hopkins-bottom-row-left-to-right-nasa-astronauts-bob-behnken-and-doug-hurley-spacex-handout.jpg

                    SpaceX-ის ეკიპაჟი შედგება სამი გამოცდილი მფრინავისა და ერთი ახალბედასაგან. პილოტირებას გასწევენ Doug Hurley და Bob Behnken  Space Shuttle-ის ყოფილი წევრები, ასევე NASA-ს ასტრონავტი Mike Hopkins, რომელიც ადრე იყო რუსული ხომალდის - Союз-ის წევრი, და ბოლოს, გუნდის მეოთხე წევრი იქნება Victor Glover, რომლისთვისაც კოსმოსში მოგზაურობა დებიუტი იქნება.  

  • Like 1
  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.